ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მაიმუნის ყვავილის ადამიანიდან ძაღლზე გადადების პირველი შემთხვევა დადასტურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლს მაიმუნის ყვავილი ინფიცირებული პატრონების გადაედო.
”ეს არის ადამიანიდან ცხოველზე გადაცემის პირველი შემთხვევა”. – თქვა ჯანმოს წარმომადგენელმა.
ამასთან ერთად, ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ძაღლებს ვირუსის გავრცელება სხვა ძაღლებსა ან ადამიანებზე შეუძლიათ.
მსოფლიოში მაიმუნის ყვავილის დაახლოებით 35 000-მდე შემთხვევაა გამოვლენილი.