გურული მამაკაცები ქართველ მამაკაცებში ყველაზე ლამაზებად ითვლებიან. კლასიკური სწორე ნაკვთები სახისა, შავგვრემა ცეცხლის მფრქვევი თვალები, ხუჭუჭი, სქელი თმა, მოყვანილი ტანი, არაჩვეულებრივი სიმსუბუქე და სინარნარე მიხვრა-მოხვრისა, მეტად ლამაზი და მდიდრული სამოსი, ყოველგვარ იარაღით დამშვენებული – ყოველივე ამის წყალობით გურული ვაჟკაცი მეტად საუცხოვო, ორგინალური საყურებელია.
შეკრებილ თავად-აზნაურობაში ასეთი ტიპები, ყოველი ასაკისა და სახისა, ბევრნი ერივნენ. წინ იდგნენ მოხუცი თავადები, ლამაზად დაბერებულები გული ყველას დამშვენებული ჰქონდათ ჯვარ-მენდლებით, რაიცა მათს დამსახურებას ჰმოწმობდა.
.
ფრაგმენტი – К. Бороздин – Кавказские воспоминания Мингрелия и Сванетия с 1854-1861 г. თრგმანი თედო სახოკიასი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა