“თუ იაზრებ, რომ ქვეყანაში ხელისუფლება მიტაცებულია, ბუნებრივი რეაქციაა, რომ არ ემორჩილები და ყველა შესაძლო მშვიდობიანი გზით ებრძვი” – ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საუბრობს, რომელიც ამ წუთებში, პარლამენტთან აქტივისტებს ხვდება.
“თუ ადამიანი იაზრებს იმას, რომ ამ ქვეყანაში ახლა, ამ წუთში ხელისუფლება და ძალაუფლება არის მიტაცებული და გვაზიან თავზე უზურპატორები, ბუნებრივი რეაქცია ამაზე, ნებისმიერი მოქალაქისთვის, მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკოსი ხარ, ჟურნალისტი ხარ, ოპერატორი ხარ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას, ბუნებრივი რეაქცია არის ის, რომ უზურპატორს არ ემორჩილები და ებრძვი ყველა შესაძლო მშვიდობიანი გზით, რომ ჩამოაცილო ხელისუფლებას. ეს უნდა გააკეთო რაც შეიძლება სწრაფად რიგგარეშე არჩევნების გზით, რომ ეს ქვეყანა საბოლოო ჯამში დაუბრუნდეს ევროატლანტიკური განვითარების გზას და არ ჰქონდეს ის უამრავი პრობლემა რომელიც გვაქვს ამ წუთში ამ ქვეყანაში, – ამბობს ზურა ჯაფარიძე.