უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მეცნიერებმა შეადგინეს მოდელირებული რუკა, სადაც ნაჩვენებია, თუ რომელ ქვეყნებს ემუქრება საფრთხე იმ შემთხვევაში, თუ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რომელიმე ენერგობლოკი აფეთქდება.
რუკის მიხედვით, რადიაციული დაბინძურების ძირითადი კერა ზაპოროჟიეს ოლქი და უკრაინა იქნება. მტვერი სავარაუდოდ კიევსაც მიაღწევს, თუმცა უკრაინის გარდა, ამავე რუკის მიხედვით, რადიაციული დაბინძურების არეალში ხვდება შავი ზღვის აკვატორია, უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნები და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიც. კერძოდ, სპეციალისტების პროგნოზით, შესაძლებელია მავნე ნივთიერებების შეღწევა ბელარუსის აღმოსავლეთ ნაწილში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში.
წყარო: „მთავარი არხი”