რუსეთში გამდიდრებული ქართველი ბიზნესმენების გავლენა საპატრიარქოზე

კრემლის გავლენის კიდევ ერთი წყარო საქართველოში. რუსეთში გამდიდრებული ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც საფინანსო ინსტრუმენტებით მართლმადიდებელ ეკლესიაზე გავლენის მოპოვებას ცდილობენ.

ბოლო კვლევები ადასტურებს, რომ რუსული გავლენის გაძლიერების საუკეთესო გზად ტაძრების მშენებლობა და საეკლესიო ცხოვრების დაფინანსებაა მიჩნეული. მინიმუმ ათ, წარმოშობით ქართველ მილიონერს, რომლის სახელიც კრემლს უკავშირდება, საქართველოში უკვე რამდენიმე ათეული ტაძარი აქვს შენებული.

ისინი ეკლესია-მონასტრებს მილიონებს წირავენ და საბოლოოდ ფაქტობრივად მთლიანად აკონტროლებენ რეგიონულ ეპარქიებს და ეპისკოპოსების მსგავსი გავლენა აქვთ საპატრიარქოშიც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share