საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივა მედში” რჩება. ოჯახი და ალტერნატიული კონსილიუმი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება. “ემპათია” ამ დრომდე ელოდება ჯანდაცვის სამინისტროს პასუხს, მისცემენ თუ არა საერთაშორისო ექსპერტებს საქართველოში მუშაობის ლიცენზიას.
მარიამ ჯიშკარიანის თქმით, საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება.
“საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტრო მოახდენს მათი ლიცენზიების აღიარებას, ექსპერტიზა მიდის დასასრულისკენ, არის პრაქტიკულად დასრულებული, ჩვენ ველოდებით ჩვენი კოლეგების ვიზიტს და შემდგომში მოხდება შეჯამება. არის დინამიკაში კვლევები საჭირო, რათა ვნახოთ მკურნალობის შედეგები როგორია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ექსპერტიზის დასკვნისთვის, ვინაიდან კლინიკურად როგორც ვთქვი საგრძნობი გაუმჯობესება მისი მდგომარეობის არ აღინიშნება და ახლა ჩვენ გვჭირდება განმეორებითი კვლევები და ასევე თავისა და ზურგის ტვინის მრტ კვლევა კონტრასტით”, – თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს გადაეგზავნა 5 უცხოელ ექსპერტზე მოთხოვნა, რათა ისინი ჩაერთონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შეფასების პროცესში. მესამე პრეზიდენტი რამდენიმე თვეა კლინიკაშია გადაყვანილი, თუმცა მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება.