კლინიკა „ვივამედში“ ამ წუთებში, საქართველოს მესამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თავის ტვინზე გამოკვლევები უტარდება. იმისთვის, რომ ცენტრ ,,ემპათიას“ საბოლოოდ მიეცეს სრულყოფილი სამედიცინო დასკვნის დადების საშუალება, მიხეილ სააკაშვილისთვის კიდევ ორი სახის კვლევის ჩატარებაა საჭირო.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის და უფლებადამცველების მთავარი მოთხოვნა, მისთვის სასჯელის გადავადება და სამკურნალოდ უცხოეთში გამგზავრებაა, რისთვისაც, როგორც სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, ყველა წინაპირობაა შექმნილი, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო სამართლის სტანდარტების გათვალისწინებით.