სალხინოს სამონასტრო კომპლექსში ორსაუკუნოვანი ბზა განადგურდა

მარტვილში სალხინოს სამონასტრო კომპლექსში ორსაუკუნოვანი ბზა მთლიანად განადგურებულია.

მონასტრის ტერიტორიაზე არსებული ბზა დაახლოებით სამი თვის წინ დაავადდა, თუმცა შესაბამისი ყურადღება დროულად ვერ მიექცა და ფოთლები დაცვივდა.

მამების ნაწილი აცხადებს, რომ ბზას მატლი დაესია, ხოლო მეორე ნაწილი, ვინც ტერიტორიის მოვლა-პატრონობას ახორციელებს, განმარტავს, რომ მომხდარი შესაწამლად გამოყენებულ შხამქიმიკატებს უკავშირდება, რომელიც უვარგისი აღმოჩნდა. ბზა სწორედ შეწამვლის შემდეგ განადგურდა.

იმას, რომ ხმობა შხამქიმიკატებმა გამოიწვია, ის ადამიანებიც ადასტურებენ, რომლებმაც ბზა შეწამლეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share