პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთი დროის მოგების მიზნით აწყობს ევროპის ენერგეტიკულ შანტაჟს, რადგან ფიქრობს, რომ გაზის დეფიციტიცივი ზამთრის შემთხვევაში, ევროპის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას შეამცირებს.
“დიდი შეთანხმება ომსა და მშვიდობაზე შეუძლებელია, რადგან რუსეთი ამით დაინტერესებული არ არის. კრემლში მიაჩნიათ, რომ უკრაინა უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა სამხედრო გზით. ასევე, კრემლში აპირებენ, იგივე გააკეთონ მოლდოვის, საქართველოს და ყაზახეთის შემთხვევაშიც. მათ სურთ, ევროპას თამაშის წესები უკარნახონ. მშვიდობა მათ გეგმებში არ შედის“, – განაცხადა პოდოლიაკმა.