ქვეყნიდან გაქცეული პოლიციელების სკანდალური აღიარება

ყოფილი პოლიციელები დუმილს არღვევენ. ხელისუფლებას ქვეყნიდან გაქცეული სამართალდამცველები ზეწოლაში ამხელენ. 13 წლიანი სტაჟის მქონე მაიორი პირველებთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რა დავალებებს გასცემდა ოცნება საარჩევნოდ.

ღარიბაშვილ-კობახიძის გუნდი არჩევნების მოგების მიზნით, პოლიციას ხმების მობილიზებაში იყენებდა. თუ ვინმე დავალების შესრულებაზე უარს იტყოდა, მაშინ არჩევნების დღეს ის ისჯებოდა და მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცველს მოქალაქეოებივი მოვალეობის შესრულების უფლებას არ აძლევდნენ.

ლევან გოგოია დეტალურად აღწერს„ოცნების“ წარმომადგენლების მიერ მიცემულ დავალებებს და იმასაც ამბობს, რომ მას, ხმების სანაცვლოდ  გრძელვადიან  შვებულებებს ჰპირდებონენ.

ლაშა ვეკუა, რომელიც მიცნობდა, მოვიდა ჩემთან დაგვეხმარე საარჩევნოდ შენს სოფელშიო და შვებულებას მოგცემთ რამდენიც გინდაო, მე უარი ვუთხარი. პოლიციელი ვარ და არ ჩავერევიარ ჩევნების თემაში-თქო. ასეთი შემთხვევები იყო ბევრი, რის შემდეგაც მე უკვე დისკრიმინაციაში ვიყავი. ჩემით არ წავსულვარ სამსახურიდან, იძულებით დამაწერინეს პატაკი“. – ამბობს ყოფილი პოლიციელი.
თუმცა ეს ამბის მხოლოდ  ერთი ნაწილია.

ოთხი შვილის მამა ლევან გოგია, რომელიც ახლა ემიგრაციაშია ამბობს, რომ მას აშანტაჟებდნენ, დევნიდნენ და უთვალთვალებდნენ.

ასევე, პოლონეთიდან, მაიორი, ვაჟა სირაძეს ნეპოტიზმშიც ამხელს და ამბობს, რომ საპატრულო პოლიციის შეფმა საკუთარი ბიძა მაღალ თანამდებობაზე დანიშნა.

„როგორც კი სამსახურიდან გადმოვიდოდი მანქანით, ეკიპაჟით, უკან გენერალურის მანქანა მომყვებოდა ყველგან ფოტოებს მიღებდნენ. ტელეფონითაც დაიწყეს მოსმენა. მეუბნებოდნენ, ჩვენ ყველაფერი ვიცით შენზე და შეგვიძლია დაგიჭიროთ კიდეცო, პირად ცხოვრებაზეც ყველაფერი ვიცით და ამას ყველაფერს გამოვიყენებთო. იქ ჩვენთან ერთად მუშაობდა ვაჟა სირაძის ბიძა. 20-მდე პროფესიონალი პოლიციის მაიორის უფროსად დანიშნა ვაჟა სირაძემ მისი ბიძა, ეს უმცროსი ლეიტენანტი. ეს ნეპოტიზმია“. – ამბობს გოგია.
შსს-ს პოლიციელები ტოვებენ – ვახტან გომელაურის უწყება კი ახალ თანამრშრომლებს ეძებენ.

ამას მოწმობს უწყების მიერ გამოცხადებული ღია ვაკანსიაც.

ყოფილი პოლიციელები თავის სარჩენად, როგორც „ტვ პირველი“ იუწყება, ან ემიგრაციაში მიდიან, ან საქართველოში სხვა საქმით კავდებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share