“ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება კატასტროფულ მდგომარეობაშია..ივანიშვილი ქვეყანას ძალიან ცუდი სცენარისთვის ამზადებს”

ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ვფიქრობ, ეს სტატია ყველამ უნდა წაიკითხოს.
გარდა იმისა, რომ პოლიციელები მძიმე სოციალური პირობების გამო ტოვებენ სამსახურს და საზღვარგარეთ გარბიან, სისტემიდან წასვლის სხვა მიზეზებიც არსებობს, რაც მათ გაქცევას აიძულებს.

ჩემი აზრით, პრობლემა გაცილებით მასშტაბურია და საქმე გვაქვს დიდ ვერაგობასთან. სინამდვილეში სისტემა იწმინდება რეჟიმისთვის არასასურველი და არასანდო ხალხისგან. ვფიქრობ, ვიღებთ ვითარებას, როცა იქ საბოლოოდ პრორუსული, კოლაბორაციონისტი, არა კანონის მიმართ, არამედ რეჟიმისადმი უპირობოდ მორჩილი კადრები უნდა დარჩეს და წასულების ნაცვლად სწორედ ამგვარი კონტიგენტით შეივსოს. ნებისნიერი უკანონობის დროს ხალხის კი არა, ოლიგარქის მხარეს უნდა დადგნენ. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება კატასტროფულ მდგომარეობაშია. ივანიშვილი ქვეყანას ძალიან ცუდი სცენარისთვის ამზადებს.
მსგავსი პროცესები არა მხოლოდ პოლიციაში, არამედ ყველა მიმართულებით მიმართულებით”, – წერს ჟურნალისტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share