რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“აი, ასე ნელ-ნელა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმება-გამკაცრებით ხდება ახალი “რკინის ფარდის” ჩამოშვება ურდოს გარშემო.
ევროპის ქვეყნების ინიციატივა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ პირდაპირი ფრენები რუსეთსა და დასავლეთ ევროპას შორის აღარაა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს იყენებდნენ ტრანზიტად რუსები.
აწი მასე ვეღარ იქნება. არსებობს კოლექტიური პასუხისმგებლობა და ბიდლომ უნდა აგოს პასუხი რუსეთში არსებული ფაშისტური რეჟიმის გამო (ისევე, როგორც გერმანელებმა აგეს პასუხი თავის დროზე ჰიტლერის გამო).
ბიდლო ჩვენთანაც ბევრია. აი ისინი “რუსი ტურისტი რა შუაშია პუტინთან” რომ იხახიან. შუაში კი არა, თავშია. სწორედ მაგ “ტურისტების” არჩეულია პუტინიც და ახლაც მხარს უჭერენ ბავშვების ხოცვას უკრაინაში. ქართველ ბავშვებსაც იგივე სიამოვნებით დახოცავდნენ საშუალება თუ მიეცათ.
მაგრამ ახლა ჩვენთვის მთავარია, ამ ახალი “რკინის ფარდის” ჩამოფარებისას სად აღმოჩნდება საქართველო. ცხადია, რომ “ოცნება” წარსულში გვაბრუნებს.
ამიტომ მძიმე პერიოდი და ბრძოლა გველის წინ. არ უნდა დავუშვათ ახალ საბჭოთა კავშირში ქვეყნის შეთრევა!”, – წერს ზურაბ ბატიაშვილი.