ოზურგეთი “ველო – დღეებს“ მასპინძლობს

ოზურგეთი “ველო – დღეებს“ მასპინძლობს.
„ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ველოსპორტის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რისთვისაც, როგორც სპორტული და რეკრეაციული, ასევე, ინფრასტრუქტურული მიმართულებით არაერთი სიახლე გვექნება. დღეს, 50-მდე სპორტსმენთან #ერთად სტარტი ბახმაროს მიმართულებით ავიღეთ. მარათონში მონაწილეები ბახმაროს შემდეგ, სვლას გომისმთისკენ განაგრძობენ. მადლობას ვუხდი „კავკასიის ველო ქსელს“ მხარდაჭერისთვის. მადლობა სპორტსმენებს და ჩვენს თანამოქალაქეებს ველო მარათონში მონაწილეობისათვის!“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share