3 წლიანი იზოლაციის შემდეგ საოკუპაციო რეჟიმმა შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნა. დღეიდან ე.წ. გამშვები პუნქტები გაიხსნა და ოკუპირებულ ცხინვალსა და ჯავაში მცხოვრებ მოქალაქეებს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა უპრობლემოდ შეეძლებათ, თუმცა გარკვეული ვადით. “გამშვები პუნქტები” თვეში მხოლოდ 10 დღე იმუშავებს – 20 რიცხვიდან თვის ბოლომდე. პარალელურად საოკუპაციო ჯარი უკანონო ბორდერიზაციას აგრძელებს. ისინი განსაკუთრებით გააქტიურებულები მცხეთა მთიანეთის მიმართულებით არიან. სოფელ გრემისხევის მიმდებარედ ახალი თხრილები გააკეთეს და საგუშაგოების კეთილმოწყობა დაასრულეს.
მთავარი არხი