დროებით ოკუპირებულ ყირიმში საზღვაო სეზონი ჩავარდა. დასასვენებლად ჩასული რუსეთის მოქალაქეები ნახევარკუნძულს სასწრაფოდ ტოვებენ. ისინი ბოლო პერიოდში გახშირებული ხანძრებისა და აფეთქებების გამო პანიკაში არიან. შაბათი დილაც ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე აფეთქებებით დაიწყო. სავარაუდოდ უპილოტო საფრენი აპარატით იერიში შავი ზღვის ფლოტის შტაბზე მიიტანეს. უკრაინელი სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ რომ მომდევნო და სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე ყირიმის ხიდი უნდა გახდეს. ხიდი, რომლითაც ოკუპანტი ქვეყანა ფრონტის ხაზს იარაღით და საბრძოლო მასალით ამარაგებს.
მთავარი არხი