პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში პროექტებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აღმაშენებელი-ქუთაისი“ ახორციელებს

კომპანიამ ფაქტობრივად დაასრულა ლანჩხუთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც, განახლდა 12 შენობა და 13 000 კვმ-ის ფართობისცენტრალური სკვერი.სამუშაოები მოიცავდა მიმდებარე ტერიტორიის ქვაფენილით მოპირკეთებას, გამწვანებას, ტროტუარებისა და საპარკინგე ზონების მოწყობას.

ლანჩხუთში ამჟამად სრულდება ტროტუარების გაფართოვების სმუშაოები, ახლად მოწყობილი ტროტუარების კონტურის ცვლილების საჭიროება გამოიწვია გაუმართავი სანიაღვრე სისტემის ახლით ჩანაცვლების აუცილებლობამ, რის სამუშაოებსაც კომპანია საკუთარი ხარჯით აწარმოებს.

დასრულების ეტაპზეა სამუშაოები ოზურგეთშიც, სადაც მიმდინარეობს ქალაქის მთავარ მოედანზე მდებარე შენობების და მიდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია.

ჩოხატაურში სრულდება პროგრამის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები – განახლებულია დუმბაძის ქუჩაზე არსებული 8 შენობა, ტროტუარები, გაზონები და 3 სკვერი (ე.წ. კრიმანჭულის, რამიშვილისა და დუმბაძის პარკები)

ქალაქის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები ითვალისწინებს მოედანზე 4 000 კვმ ცენტრალური პარკის მოწყობას, სადაც განთავსებული იქნება მოსასვენებელი და სხვადასხვა აქტივობებისათვის განკუთვნილი სივრცეები, ავტოსადგომები, ბილიკები და სხვადასხვა ტურისტული მომსახურების ობიექტები.

სამშენებლო პროცესი,
რომელიც დაიწყო 2022 წლის მაისში, შეჩერდა დროებით მიწისქვეშა კომუნიკაციების მოსაწყობად აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებამდე. ამჟამად სამუშაოები განახლებულია.

გურიაში პროგრამით განსახორციელებელი პროექტების საერთო საორიენტაციო ღირებულება 20 მილიონი ლარია, რომელის საბოლოო ოდენობა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების საფუძველზე დადგინდება. კომპანიას 12 მილიონი ლარი მიღებული აქვს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისათვის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share