სტუდენტების 1/3 -ს სწავლის გადასახადი სრულად ან ნაწილობრივ უფინანსდება

ხარისხიანი და ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და დეკლარირებულია, როგორც ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი – ამის დასტურია ის პროგრამები, რომლებიც წლებია ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, – ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუდენტების 1/3 -ს სრულად ან ნაწილობრივ უფინანსდება სწავლის გადასახადი, რისთვისაც სამინისტროს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იხარჯება 100 მილიონზე მეტი ლარი.

„პანდემიის დაწყებიდან არსებულ საგრანტო პროგრამებს დაემატა ახალი ინიციატივები.

უნივერსიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით – სწავლის გადასახადი გადავადდა ან შეთავაზებულ იქნა გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალური დახმარების ფარგლებში (150 000 ქულა და ნაკლები) სწავლის საფასური დაუფინანსდა 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში 15 015 სტუდენტს, ხოლო 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დავალიანება აუნაზღაურდა 1 588 სტუდენტს.

გარდა ამისა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2020 წლის პირველი ნოემბრისა და 15 ნოემბრის მდგომარეობით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გადაირიცხა 55 589 სტუდენტის საგრანტო და პროგრამული დაფინანსება: სახელმწიფო სასწავლო გრანტი – 27 890 (ბაკალავრიატი);

პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსება – 19 775 (ბაკალავრიატი);

სახელმწიფო სასწავლო გრანტი (სოციალური) – 4 489 (ბაკალავრიატი);

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების საფუძველზე ჩარიცხული პირების გრანტი – 16 (ბაკალავრიატი);

თანამემამულის სტატუსი მქონე პირები – 35 (ბაკალავრიატი); ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხული პირები (2020) 379 (ბაკალავრიატი);

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხული პირები (2019) – 61 (ბაკალავრიატი); უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გრანტი -122(ბაკალავრიატი); მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა – 829 (ბაკალავრიატი); სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი -1 781 (მაგისტრატურა); სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი (სოციალური) -177 (მაგისტრატურა);

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გრანტი – 16 (მაგისტრატურა); ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრების, საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხული პირების გრანტი – 19 (მაგისტრატურა).

დასრულდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების მოპოვების პროცესი 2020-2021 სასწავლო წლისთვის.

სიციალური პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება მოიპოვა სხვადასხვა კეტეგორიის 1539-მა სტუდენტმა, მათ შორის: სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლება მიიღეს მაღალმთიანი დასახლების სკოლებში, სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო 2 წელი სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან 2008 წლის 7 აგვისტომდე ბოლო 1 წელი სწავლობდნენ/მუდმივად ცხოვრობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წელი სწავლობდნენ აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან სკოლაში, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში და თავისუფლებისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილებმა ან ბრძოლების შედეგად მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანებმა ან მათმა შვილებმა, მრავალშვილიანი ოჯახის (4 და მეტი შვილი) წევრებმა, უდედმამო სტუდენტებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლება მიიღეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლებში, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფმა პირებმა, სტუდენტებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში, სარეიტინგო ქულით 70000 ან ნაკლები).

სამინისტროს მიერ ფინანსდება პროგრამა “სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”, რომლის ფარგლებში თვეში 150 ლარის ოდენობით სტიპენდიას იღებენ სსიპ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები. 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემეტრში სტიპენდია გადაეცა 3243 სტუდენტს.

გრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების პროგრამა 2020-2021 სასწავლო წლის სწავლის საფასურის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული მოცულობით დაფინანსების მიზნით. მიმდინარეობს მუშაობა გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, საჩხერის, ონის, წალენჯიხის, ზუგდიდის (სოფ. რიყე, რუხი და ხურჩა) მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სტუდენტების სიების დაზუსტებაზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 88
    ულამაზესი ირმები პარკში საკვების მოპოვებისას - ფოტოდაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო, სოციალურ ქსელში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გადაღებულ ულამაზეს ფოტოს აქვეყნებს. ,,ულამაზესი ირმები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში საკვების მოპოვებისას. ზამთრის პერიოდში ირემი საკვებს თოვლის ქვეშ დარჩენილ ხავსში, ბალახსა და ფესვებში ნახულობს", - აღნიშნულია სააგენტოს გვერდზე.
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, კულტურა, სოციალური, ქსელი
  • 88
    მეორე სემესტრში სკოლებში შერეული ფორმატით ისწავლიანსაქართველოს საჯარო სკოლებში მეორე სემესტრი შერეული ფორმატით წარიმართება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  მისი თქმით, იმ სკოლებში, სადაც ონლაინ სწავლება იყო, კვლავ დისტანციურად ისწავლიან, ხოლო სადაც დასწრებით სწავლობდნენ, კვლავ საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან. საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში,…
    Tags: და, სასწავლო, სწავლობდნენ, განათლების, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, კულტურა
  • 87
    დედოფლის უცნაურობები, რომელთა შესახებ თითქმის არავინ იცისგაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II დღეს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მონარქია. მისი მმართველობა უკვე 68 წელზე მეტია გრძელდება. ელისაბედ II საკუთარ თავზე იშვიათად საუბრობს. ბევრი ადამიანი მას მკაცრი სახით და ქუდების უზარმაზარი კოლექციით იცნობს. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მონარქის შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ, არ გეცოდინებათ. ის სკოლაში არასდროს დადიოდა ეს იმას არ ნიშნავს,…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, კულტურა, სოციალური, ქსელი
  • 86
    გაიცანით ნიჭიერი მოჭადრაკე ოზურგეთიდანოზურგეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი მარიამ არეშიძე ნიჭიერ მოჭადრაკეს, მეექვსეკლასელ თენგიზ თოიძეს გვაცნობს. მოსწავლე უკვე წლებია აქტიურად მონაწილეობს ტურნირებსა თუ სხვადასხვა ჩემპიონატებში და წარმატებასაც აღწევს. პედაგოგი მოსწავლის წარმატებების შესახებ გვიყვება და მიღწეულ გამარჯვებებს ულოცავს. „მე მწამს, რომ ძლიერი ფსიქოლოგია გამარჯვების მომტანია არა მარტო ჭადრაკის დაფაზე, არამედ ცხოვრების ყველა ასპექტში“- ეს…
    Tags: და, წლის, ბოლო, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, კულტურა, სოციალური