ყირიმის ჰაერში იგრძნობა, რომ იქ ოკუპაცია დროებითია – ზელენსკი

“ჩვენ აქტიურად ვემზადებით ახალი კვირისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. წინ არის ჩვენი დროშის დღე და ჩვენი დამოუკიდებლობის დღე. წინ არის უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ომის ვეტერანთა ხსოვნა და ყირიმის პლატფორმა – ეს წელი მართლაც განსაკუთრებულია. წელს პირდაპირი მნიშვნელობით ყირიმის ჰაერში იგრძნობა, რომ იქ ოკუპაცია დროებითია და უკრაინა დაბრუნდება.

ჩვენ ყოველთვის გულახდილად ვამბობთ: უკრაინის გამარჯვებისთვის ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება, მოთმინება და სამწუხაროდ დიდი ტკივილის გადატანა მოგვიწევს. მაგრამ უკრაინელები სამართლიანად ამაყობენ საკუთარი თავით, ქვეყნითა და გმირებით.”

ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის საღამოს ვიდეომიმართვაში

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share