მარგარეტ ტეტჩერი – გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი (1979-1990); კონსერვატიული პარტიის ლიდერი (1975-1990). მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ მარგარეტ ტეტჩერი იყო მე-20 საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი ვადით (სამჯერ) არჩეული პრემიერ-მინისტრი და ამ პოსტზე ერთადერთი ქალბატონი ევროპაში.
მარგარეტ ტეტჩერი ძლიერი ანტიკომუნისტური პოზიციით გამოირჩეოდა. 1976 წელს სიტყვით გამოსვლისას მან საჯაროდ დაგმო კომუნიზმი; საბჭოთა პრესამ მარგარეტ ტეტჩერს მეტსახელად “რკინის ლედი” შეარქვა თავისი უკომპრომისო პოლიტიკისა და ლიდერობის
სტილის გამო.
გთავაზობთ მარგარეტ ტეტჩერის ცნობილ ციტატებს ლიდერობისა და წარმატების შესახებ:
1. დაგეგმეთ თქვენი სამუშაო განრიგი დღეს და ყოველდღე, შემდეგ აუცილებლად შეასრულეთ ეს გეგმა;
2. ევროპა ისტორიამ შექმნა, ამერიკა ფილოსოფიის პროდუქტია;
3. შუა გზაზე გაჩერება ძალიან საშიშია – ორივე მხრიდან ტრანსპორტის ნაკადი გემუქრება;
4. რა არის წარმატება? მე ვფიქრობ, რომ ეს არის შენი საქმის მიმართ ალღოსა და იმის შეგნების ნაზავი, რომ შენი უნარი საკმარისი არ არის – საჭიროა შრომისმოყვარეობა და გარკვეული მიზანდასახულობა;
5. მე არ ვიცნობ ადამიანს, ვინც შრომის გარეშე ავიდა მწვერვალზე. ეს არის რეცეპტი, რომელმაც შეიძლება ყოველთვის არ აგიყვანოთ მწვერვალზე, მაგრამ მასთან საკმაოდ ახლოს მიგიყვანთ;
6. დამარცხება? მე არ ვიცი ეს სიტყვა რას ნიშნავს;
7. მტრის შეცნობა ღირს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ რაღაც მომენტში შეიძლება ის შენს მეგობრად აქციო;
8. დააკვირდით იმ დღეს, როდესაც ბოლომდე კმაყოფილი ხართ. ეს არ არის ის დღე, როცა ისვენებ და არაფერს აკეთებ; ეს ხდება მაშინ, როცა ამ დღეს ყველაფერი, რაც დაგეგმე, შეასრულე;
9. დააკვირდი შენს აზრებს, რადგან ისინი მოქმედებებად იქცევიან. დააკვირდი შენს მოქმედებებს, რადგან ისინი ჩვევებად გადაიქცევიან. დააკვირდი შენს ჩვევებს, რადგან ისინი აყალიბებენ შენს ხასიათს. დააკვირდი შენს ხასიათს, რადგან ის შენს ბედს განსაზღვრავს;
10. თუ გადაწყვიტე, რომ ყელი გამოიჭრა, ჩემთან სახვევისთვის ნუღარ მოხვალ.