ამ წუთებში ძლიერი ხანძარია მამათში, სადაც ცეცხლი ეკალ_ბარდებს უკიდია. როგორც “გურიის მოამბეს” უთხრეს, ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა. ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის თქმით, ადგილზე ლანჩხუთის და ოზურგეთის სამაშველო სამსახურები მუშაობენ.
მსგავსი სტატიები
- 96
- 96
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლიხაური მაკვანეთის საზღვარზე ხანძარია. ცეცხლი ეკალ ბარდებს და ჩაის ბუჩქებს უკიდია. როგორც ადგილობრივები "გურიის მოამბესთან" ამბობენ, ცეცხლი ცოტახნისწინ გაჩნდა და ეკალ ბარდებს მოედო, ასევე ჩაის ბუჩქებს. ახლოსაა დასახლებულ პუნქტთან და ტყესთან. ადგილზე სამაშველო სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული.
- 94
დაახლოებით ერთი საათის წინ, ლიხაური-მაკვანეთის საზღვარზე გაჩენილი ხანძარი სრულადაა ლოკალიზებული. როგორც ადგილობრივებმა "გურიის მოამბეს" უთხრეს, ადგილზე დროულად მოხდა სახანძროს გამოძახება. ადგილზე მათი მისვლიდან რამდენიმე წუთში ცეცხლის ყველა კერა უკვე ჩამქრალი იყო. მათივე განმარტებით, ახალი კერების გაჩენის საფრთხე სრულიად გამორიცხულია.
- 92
ამ წუთებში გადაკეტილია ოზურგეთი- ურეკის ავტომაგისტრალის ნაღობილების მონაკვეთი. როგორც ბრალდებულ შალვა ოქრუაძის ახლობლები მედიასთან აცხადებენ, შალვა უკანონოდაა დაკავებული და ნამდვილ დამნაშავეს სამართალდამცავები ხელს აფარებენ.ისინი ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვენ. შეგახსენებთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში მცხოვრები მოხუცი ცოლ-ქმარი პროცენკოები მიმდინარე წლის 1მარტს აწამეს და დააყაჩაღეს. ერთი თვის წინ, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, ამ ინციდენტში…