გადაადგილების პრობლემა ბათუმში. კილომეტრიანი საცობები ზღვისპირა ქალაქის შესასვლელში და ცენტრალურ ქუჩებზე არავის უკვირს. მძღოლებს საათობით უძრავად დგომა უწევთ, მხოლოდ იმის გამო, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას სატრანსპორტო პოლიტიკის გეგმა არ აქვს. არც ის დაპირება შეუსრულებიათ, რომელის მიხედვითაც ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო.
ამ ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ მაისის შემდეგ ქალაქს კიდევ 150 ათასი მცხოვრები დაემატა, დაახლოებით ესაა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელიც ოკუპანტი ქვეყნიდან და ბელარუსიდან ბათუმში გაურკვეველი დროით დასახლდა.
მთავარი არხი