კრემლის იდეოლოგის ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას აფეთქების შემდეგ რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ისტერიკაშია – ის რუსეთის ხელისუფლებას კიევის დაბომბვას სთხოვს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსული და უკრიანული გამოცემები წერენ, რომ რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი “რუსული სამყაროს” მთავარი იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას გარდაცვალების გამო, სრულ ისტერიკაშია.
თავდაპირველად, როდესაც სიმონიანმა შეიტყო დუგინის ქალიშვილის გარდაცვალების შესახებ, “ტელეგრამის” საკუთარ არხზე დაწერა, რომ, უბრალოდ, სიტყვები არ ჰქონდა”. შემდეგ კი დაიწყო მოთხოვნა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარტყას კიევს. ჯერ კიდევ ღამით, პროპაგანდისტი იმედოვნებდა, რომ დილით იხილავდა სიახლეებს უკრაინის “დაბომბილი” დედაქალაქის შესახებ.
მოგვიანებით, სიმონიანი კიდევ ერთხელ ისტერიულად შეევედრა კრემლს კიევისთვის დაერტყა. დილას, კი როდესაც პროპაგანდისტმა გააცნობიერა, რომ მისი ვედრება არავის გაუგონია, აღიარა, რომ ეშინოდა.
როგორც ირკვევა, “მამაცმა” პროპაგანდისტმა, რომელსაც ძალიან უყვარს მუქარა, დაცვა დაიქირავა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც სიმონიანს ქუჩაში მარტო სიარულის ეშინია.
ამ ცოტა ხნის წინ, მისი დაცვის წევრებს ჩვეულებრივი საბავშვო ბურთიც კი საშიში მოეჩვენათ, რაც მარგარიტასთვის სასაცილო აღმოჩნდა, მაგრამ, როგორც ჩანს, პროპაგანდისტი აღარ არის ხუმრობის ხასიათზე.
ცნობისთვის, მოსკოვის გარეუბანში კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინის ავტომობილი აფეთქდა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა.