ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში სადებიუტო დუბლი შეასრულა

ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ში „მონცას“ წინააღმდეგ მეორე გოლი გაიტანა.

ხვიჩამ მოწინააღმდეგე გუნდის ორი მცველი მარტივად მოატყუა და ბურთი მეკარისგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა.

მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში კვარაცხელიას 3 გოლი დაუგროვდა, რაც საუკეთესო შედეგია.

„ნაპოლი“ „მონცას“ ანგარიშით 3:0 ამარცხებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share