მათთვის ვინც არ იცის ან ცუდათ იცის, თვარა იმას ვისაც არ უნდა რომ იცოდეს და თავისას ერეკება, ვერაფერს გავაგებიებ.
საფრანგეთში ბენია ჩხიკვიშვილმა ნიკოლოზ ჯაყელთან ერთად სოფელ ლევილ-სიურ-ორჟის, საქართველოს დევნილი მთავრობის ადგილსამყოფელის ფორმალური მეპატრონე გახდა.
1922 წლის 24 ივნისს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით ლევილის მამულის მფლობელებად ნიკოლოზ ჯაყელისა და ბენია ჩხიკვიშვილია წარმოადგენილი. ამ დოკუმენტის პირველივე პუნქტში აღნიშნულია: ,,მამული, რომელიც შეძენილია ჩვენ ორის სახელზე კომუნა ლოვილში. დეპარტამენტი სენ–უაზი საფრანგეთში და აღნიშნულია ნოტარიულ აკტში, შედგენილში ქ. მონლერიში, ნოტარიუს პოპლენის მიერ, ნაყიდი არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ფულით და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის საკუთრებას შეადგენს”. ამ დოკუმენტს ხელს აწერენ ნიკოლოზ ჯაყელი და ბენია ჩხიკვიშვილი. უამრავი მითქმა-მოთქმა და ჭორი ტრიალებდა და ტრიალებს ლევილის მამულის შეძენის თაობაზე, თითქოსდა საქართველოს მთავრობამ გატანილი ქართული საგანძურის ნაწილი გაყიდა და ამით იყიდა ლევილი. სინამდვილეში, დოკუმენტების მიხედვით, მთავრობამ თან გაიტანა ფინანსათა სამინისტროს, ხაზინისა და სახელმწიფო ბანკის ქონებაც – 112 ყუთი ოქრო-ვერცხლი. სწორედ ამის გაყიდვის შემდეგ იქნა შესყიდული ლევილის მამული 130 ათას ფრანკად და არა ჩვენი მატერიალური კულტურის ძეგლების გაყიდვით.
შემორჩენილია დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია თუ რა ნივთებს ფლობდა ჩხიკვიშვილი საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში: მაგიდა – 2; დივანი – 1; საწოლი – 1; კარადა – 1; კომოდი – 1; სავარძელი – 1; სკამი – 4; საკიდი – 1; ,,ეტაჟერკა” – 1; მატრაცი – 1; ლეიბი – 1; ზეწარი – 4; ბალიშის პირი – 4; პირსახოცი – 3; საბანი – 1; პატარა საბანი – 1; საზაფხულო საბანი – 1; მუთაქა – 1; სარკე კედლის – 1; დივანზე გადასაკრავი – 1; სალამანდრა (?) – 1; სანაგვე ვედრო – 1; ნავთის ლამპა – 1; ნოხი – 6; ფარდაგი – 1.
რამდენი რამ შეუძენიათ ,,მოპარული” ქართული საგანძურით ემიგრანტებს თურმე?
შეადარეთ ახლა ბენიას ეს ქონებრივი ,,სიმდიდრე” დღევანდელ ხელისუფალთა თუნდაც დეკლარაციებს, ,,ლევი” შემოსავალზე აფერს ვამბობ. წლების შემდეგ ამ გაქსუებულ ხელისუფალთა სახელები ფუნასა და წყვდიადში ჩაეფლობა, ბენიასა და სხვა პატრიოტების სახელი კი არასოდეს დაიკარგება და თავისუფლებისთვის მებრძოლთა ავანგარდში იქნება ყოველთვის. ლოზუნგივით კი გამომივიდა, მარა სიმართლეა.