“როგორი უთავმოყვარეო, როგორი მონური ბუნების ხლხი ვყოფილვართ!სულ რაღაც 5-10%-ის გარდა…ალტ-ინფოს ოფისთან ხალხის მრავალკილომეტრიანი რიგი მდგარა ყვავილებით და სანთლებით ხელში, რათა დარია დუგინას სიკვდილი მიესამძიმრებინათ”-დოდონა კიზირია

როგორი უთავმოყვარეო, როგორი მონური ბუნების ხლხი ვყოფილვართ! დღეს ალტ-ინფოს ოფისთან ხალხის მრავალკილომეტრიანი რიგი მდგარა ყვავილებით და სანთლებით ხელში, რათა დარია დუგინას სიკვდილი მიესამძიმრებინათ. ყოველგვარი ტერორიზმის წინააღმდეგი ვარ, თუნდაც ამ უბოროტესი ქალის მიმართ, მაგრამ მასთან ერთად მამამისიც რომ ყოფილიყო, შავებს არ ჩავიცვამდი.
ეს დარია დუგინა ამბობდა, ჩვენ უკრაინას ძალიან დელიკატურად ვექცევით, უდა გავწყვიტოთ ის არამზადებიო. მამამისი რომ პუტინს მიმართავდა, საქართველოს რუსეთის მორჩილება უნდა ვაიძულოთ და ვინც ამას წინ აღუდგება, უნდა განადგურდესო, არ გახსოვთ?
ამ დუგინების გარდა, რაც რუსეთმა თავს დაგვატეხა და რა ვერაგობასაც ყოველდღიურად გააგრძობს ჩვენს წინააღმდეგ, რა უბედურება და შეურაცხყოფა მოგვაყენა, ჩანს ეს არაფერია ქართველისთვის. ამ რუსებს გულში იხუტებენ, უკრაინელებს აგდებენ და რუსებს ასახლებენ, ყოველმხრივ ხელს უწყობენ მათ აქ ბიზნისების საწარმოებლად.
მე არ ვიცი სხვა ხალხი, სხვა ერი ასეთი ჩანჩურა, ასეთი მონური სულის მქონე, ასე ყოველგვარ თავმოყვაერეობას მოკლებული, როგორებიც ჩვენ ვყოფილვართ სულ რაღაც 5-10%-ის გარდა.
ეყოფა ეს 5-10 პროცენტი ქვეყნის გადარჩენის საქმეს?
ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share