„მდგომარეობა არის რთული“ -დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტი, ნევროლოგი ოთარ თოიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს. მედიკოსის თქმით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ყველდღიურად მძიმდება და აუცლებელია მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა, რაც ყველა სამედიცინო დასკვნაში ისედაც წერია.

„დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ პაციენტის მდგომარეობა არის რთული, მრავალფეროვანი, მძიმე და საჭიროებს უკვე პროგრესირების შეჩერებას. სულ მძმდება და სულ უარესდება მისი მდგომარეობა. არ ყოფილა ეტაპი, როდესაც ჩვენ პლატოზე ვიმყოფებოდით ანუ სიმპტომები წინ არ მიდიოდნენ. ყველაზე მარტივი ინდიკატორი არის მისი წონაში კლება, მას ამდენი არ დაუკლია შიმშილობის დროსაც კი, მაშინ, როდესაც იგი იყო სულ შმშილობაზე 40 დღის განმავლობაში,“ – ამბობს ოთარ თოიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share