“ძებნაზე დასმულია, მისჯილი აქვს უკვე და იძებნება წითელი ცირკულარით. მეტი ახლა რა, ვეძებთ რა თქმა უნდა”– ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომალაური ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებული ბადრი ესებუასზე დასმულ კითხვას.
“კარგია რომ დაგვეკავებინა, მაგრამ ვერ დავაკავეთ” – ამბობს ნომერ პირველი პოლიციელი:
ყველაზე მაგრად, ბევრჯერ მითქვამს, მინდა, რომ დავაკავოთ. მაშინაც ყველაფერი გავაკეთეთ. ახლა გვეცინება, მაგრამ იქ ელემენტარულად ერთი ადამიანიც რომ მომკვდარიყო, აღარ ვამბობ, რომ ხელყუმბარა აეფეთქებინა და ათობით ადამიანი დაღუპულიყო, მაგას აღარავინ უყურებს და ახლა სასაცილოა. მესმის, კარგია,იძებნება, მეტი ახლა რა… ყველაზე მაგრად მინდა, დავაკავოთ რომ დაგვეკავებინა, მაგრამ ვერ დავაკავეთ. ესებუა ჩემთვის არ არის სასაცილო, მინდა რომ დავაკავოთ. თუმცა ვერ დააკავეს