აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფლორიდაში მდებარე მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მინიმუმ 300 საიდუმლო დოკუმენტს ინახავდა. ამის შესახებ The New York Times-ი იტყობინება.
გამოცემის ცნობით, იანვარში 150-მდე საიდუმლო დოკუმენტი თეთრი სახლის ყოფილმა ხელმძღვანელმა გადასცა აშშ-ს ეროვნული არქივისა და ჩანაწერების ადმინისტრაციას, ზოგი საიდუმლო ინფორმაცია ტრამპის წარმომადგენლებმა გადასცეს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს ივნისში.
დანარჩენი კი ამოიღეს აგვისტოს დასაწყისში მარ-ა-ლაგოში ჩხრეკისას.
გაზეთი აღნიშნავს, რომ ამჟამად აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს აქვთ ტრამპის მიერ დაცული მასალების 26 ყუთი.
დაბრუნებულ საიდუმლო მასალებს შორის იყო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს დოკუმენტები.
cnews.ge