ოზურგეთის მერი: განვაახლეთ პროგრამა „იყავი თანამმართველი“

ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოზურგეთში განვაახლეთ პროგრამა „იყავი თანამმართველი,“ რომელიც სამწუხაროდ წინა ადმინისტრაციის მიერ იყო შეჩერებული. ამ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტების განხორციელება უკვე დავიწყეთ. გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე ტროტუარი, მეცნიერების ქუჩაზე სპორტული მოედნის და სკვერის მოწყობა. პროგრამა გრძელდება და ახალი იდეების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება სექტემბრის თვეში“ – განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share