29 აგვისტოს მარათონი – „მე პატივს ვცემ ჯარისკაცებს, მივრბივარ უკრაინის გმირებისთვის“ გაიმართება

29 აგვისტოს, უკრაინის საელჩოს ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, თბილისში, ლისის ტბის გარშემო, 18:00 საათზე, უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების პატივსაცემად გაიმართება მარათონი – “მე პატივს ვცემ ჯარისკაცებს, მივრბივარ უკრაინის გმირებისთვის”.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მარათონი საფუძველს უყრის დაღუპული ჯარისკაცების ყოველწლიური ხსენების ტრადიციას.

გამარჯვებულებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული მედლები, თასები და ასევე, სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ შეუერთდნენ მარათონს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share