კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით დღეს ამირან გამყრელიძისა და თენგიზ ცერცვაძის მიერ გავრცელებულ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას საზოგადოებაში გარკვეული ვნებათაღელვა მოჰყვა. კრიტიკული იყო შეფასებები სოციალურ ქსელშიც.
ტელეწამყვანი, ნინო ჯანგირაშვილი მსგავს განცხადებებსა და საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს და წერს:
“მოკლედ, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვმუშაობთ ფაიზერის ვაქცინაზე. ცერცვეძე ამბობს, რომ ფაიზერზე და მოდერნაზე არც უნდა ვიოცნებოთ, რადგან მაგის თავი არ გვაქვს. რომელი გვატყუებს? ერთი თვის წინ კორონა საბჭოს თუ რაღაც ეგეთის წარმომადგენლები გვეუბნებოდნენ ყველაფერი გვაქვს, მაცივრებიც გვაქვს, პრობლემა არ არის ფაიზერის ვაქცინის შემოტანაო. ვინ ცრუობს? პატივცემულო მთავრობავ, ხვალ დილიდან კეთილი ინებეთ და დეტალურად ახსენით, რა ვაქცინაზე მუშაობთ, როდის შემოგაქვთ, რა შემოგაქვთ, თუ ვერ შემოგაქვთ რატომ ვერ შემოგაქვთ, რამდენად შემოგაქვთ, ფულს ვინ იხდის, ვინ შემოგთავაზათ უკვე ვაქცინა და ვის უთხარით უარი, რატომ უთხარით, ვინ არის პასუხისმგებელი სპიკერი ამ თემაზე, ვისაც უნდა დავუჯეროთ და ა.შ., ყველა დეტალი. ამდენი თვეა გითმენთ ამდენ იდიოტობას და ხალხი ეწირება თქვენს გადაწყვეტილებებს. ახლა ვაქცინაზეც თუ იგივეს აპირებთ, გადაყვებით იცოდეთ ამ ამბავს”-წერს სოციალურ ქსელში ტვ ტელეწამყვანი ნინო ჯანგირაშვილი.
მსგავსი სტატიები
- 95
ბუკნარში (ჩოხატაური) რელიგიურ ნიადაგზე განვითარებულ პროცესებს ადგილობრივი ომარ ირემაძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ეხმიანება და წერს: "120 წლის უკან როცა გურიაში აჭარიდან თურქის ბატონობასა და გაჭირვებას გამოქცეული ჩემი და ჩემი მეგობრების წინაპრები გადმოსულან მაშინდელ ადგილობრივ გურულებს მათთვის თათრები და ჩამოთრეულები კა არ უწოდებიათ, არამედ მიიღეს როგორც მტრის კლანჭებს გამოქცეული ძმები და…
- 95
დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელიც საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ილია ჭიღლაძე სამების სახურავის გაყიდვას და თანხის გაჭირვებულებისთვის დარიგებას ითხოვს. “საქართველოში 6 წლიდან 16 წლამდე 10404 ბავშვი სკოლის გარეშეა! ეს ნიშნავს, რომ 6 წლიდან 16 წლამდე ასაკის ათიათასზე მეტი ბავშვი და მათ დამატებული მათი 6…
- 95
ბავშვობისას, სკოლაში წასასვლელად რომ მამზადებდნენ, ერთ საღამოს, ბებიაჩემმა მითხრა, რომ არსებობს ქალი, რომელიც ყველა ქალზე და კაცზე კეთილია. ის ქალი - და ბებიამ ხელი ბებერი მსხლის ხისკენ გაიშვირა - იმ ხის თავზე რომ ვარსკვლავია, იმ ვარსკვლავზე ცხოვრობს და შენთვის ლოცულობს. ვარსკვლავზე ცხოვრება არ გამკვირვებია. ბავშვობაში არც ვარსკვლავები გვიკვრის და არც…
- 95
"როცა სამშობლოზე ბრაზობ შენი ბრალია სამშობლოსი?" -წერს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული და დასძენს, რომ თუ ქვეყნის მიმართ შენი გრძნობა და ემოცია გულწრფელი არაა, მაშინ პრობლემა შენივე გაუხეშებულ სულშია: სად გადის ზღვარი გაუცნობიერებელ პათეტიკასა და ცინიკურ პრაგმატიზმს შორის, როცა სამშობლოზე საუბრობ? ან როცა სამშობლოზე ბრაზობ და გულარძნილი ხარ,…