ჯარიმა 119 ათასი ლარი – დაკვეთა შესრულებულია – კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანის ხელში კვლავ იარაღი აღმოჩნდა და კიდევ ერთ დარტყმა მიაყენა კრიტიკულ მედიას.
ირაკლი კობახიძის განცხადებიდან არ გასულა ერთი თვეც კი და ქართული ოცნების კიდევ ერთი სურვილი უპირობოდ ასრულებილია. მთავარი არხი, ფორმულა და TV პირველი სანქციების სამიზნე აღმოჩნდნენ.
ყველაზე მკაცრი სასჯელი კომისიამ ყველაზე რეიტინგულ და გავლენიან არხს დააკისრა. მთავარმა მომდევნო ერთ თვეში თითქმის 120 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს იმის გამო, რომ ეთერში განათავსა კამპანია “შინ ევროპისკენ” ვიდეო ლიპი.
და ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ არა მხოლოდ დამოუკიდებელი ტელეკომპანიები შეავიწროვა, არამედ გააფრთხილა ყველა, ვინც საქართველოს მომავალს ევროპაში ხედავს. უფრო მეტიც – კომისია დღეს მთავარ არხს დაემუქრა კიდეც.