“ველოდები ოლიგარქის კლიპში სტაფილოს გამოჩენისთვის როდის დაგვაჯარიმებენ..”

“ველოდები ოლიგარქის კლიპში სტაფილოს გამოჩენისთვის როდის დაგვაჯარიმებენ… არ ვაპირებთ გადახდას, გავასაჩივრებთ” – ასე ეხმაურება “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუნია​ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას.

ამბობს, რომ ამის მიზეზი, რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი არხის კიდევ უფრო შეზღუდვაა. მისი თქმით, არხი თანხის გადახდას არ აპირებს და მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

“პირველ რიგში ხაზგასასმელია ის, რომ კიდევ ერთხელ დაგვაჯარიმეს ევროპის მხარდამჭერი კლიპისთვის, რაც არ მიკვრის, რა თქმა უნდა, მითუმეტეს ისინი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ რადგან, ჩვენი ისედაც მძიმე ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დაგვამძიმონ, მითუმეტეს პირდაპირი მუქარაც მოვისმინეთ, რომ თუ კიდევ ასე გავაგრძელეთ და კიდევ ერთი პრო-ევროპული კლიპი მოხდება ჩვენს ეთერში შეიძლება საერთოდ ლიცენზია ჩამოგვართვა. ესეც არ გამიკვირდება, უფრო მეტიც ველოდები აი ჩვენთან, რომ ოლიგარქის კლიპი გადის იქ, რომ სტაფილო ჩანს , აი იმ სტაფილოსთვის როდის დაგვაჯარიმებენ. არ არის პრობლემა, ჩვენა არ ვაპირებთ ამ ჯარიმის გადახდა. გავასაჩივრებთ, როგორც წინა შემხვევაში და ვნახოთ შემდეგ რა მოხდება,” – ამბობს გიორგი გაბუნია. 

შეგახსენებთ, რომ ბექაურის მარეგულირებელმა კომისიამ “ქართული ოცნების” საჩივარი განიხილა, დააკმაყოფილა და “მთავარი არხი” 118 ათას 688 ლარით დააჯარიმა, ხოლო “ფორმულა” და “ტვ პირველი”  წერილობით გააფრთხილა.  “შინ ევროპისკენ” ვიდეორგოლი გახდა, რომელიც 24 ივნისის აქციისთვის მომზადდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share