ხვალ თბილისში უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართება

24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით უკრაინელებისა და უკრაინის მხარდამჭერთა მსვლელობა გაიმართება.

მსვლელობა ტარდება საერთაშორისო კამპანიის #IndependenceInMyHeart (დამოუკიდებლობა ჩემს გულში) ფარგლებში.

ღონისძიება ერთდროულად დაგეგმილია მსოფლიოს 24 ქვეყანაში, 51 ქალაქში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share