პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ შიმშილობა არ შეუძლია.
“რა გაგვიხდა ოპოზიციას, სულ რომ არ მოგვწონდეს ერთმანეთი, რაც არ არის სავალდებულო, ერთად დასხდომა. დასავლეთის საკითხში მოგვწონს ერთმანეთი და ამ საკითხის ირგვლივ დავსხდეთ და მივიღოთ ყველამ გადაწყვეტილება. პარლამენტის გამოყენება ამ თვეების განმავლობაში ძალიან საინტერესოდ შეიძლებოდა საპროტესტოდ. შიმშილობა ნორმალურია, მე არავის ვავალდებულებ, მე მაგალითად ორ დღიანი ვარ, ანუ წნევის ვარდნა ხდება და ვერ ვიტან, მაგრამ სამაგიეროდ პრობლემა არ გამაჩნია აბსოლუტურად იქ ღამე ვათენო და მე ჩემი პარტიის წარმომადგენლები, მეგობრები, სანათესაო ჩამენაცვლებიან”, – განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.