რატომ აუშენეს გურიაში ექიმს სახლი სასაფლაოსთან? – რა ისტორია ვრცელდება სოციალურ ქსელში?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, დადუ ჟღენტი, ჯგუფში „მეზობლებზე სასოწარკვეთილთა ჯგუფი“ პოსტს აქვეყნებს, სადაც გურიის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ისტორიას ჰყვება.

“ეს ამბავი იმ დროს მოხდა, როცა ინსტიტუტდამთავრებულებს სოფლებში ანაწილებდნენ სამუშაოდ. ასე მოხვდა ექიმი გოგი გურიის ერთ-ერთ სოფელში. მართალია,
ექიმობაში ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ქეიფის დიდი მოტრფიალე იყო და სოფელსაც მალე შეაყვარა თავი.

10 წლის მდგმურად ცხოვრების შემდეგ, სოფლის საბჭომ გადაწყვიტა სახლი აეშენებინა გოგი ექიმისთვის. მთელი სოფელი უანგაროდ მუშაობდა და მალევე ჩააბარეს ორსართულიანი, კოპწია სახლი პატრონს.

ძალიან მოეწონა გოგის ინტერიერი, მერე აივანზე გავიდა და არაო, იყვირა, – აქედან სასაფლაო ჩანსო. ერთმა გურულმა უმალ უპასუხა: – ძამა, შენი გავსებულია მაგი სასაფლაო და დანახვაც არ გინდა?!” – წერს დადუ ჟღენტი.

tia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share