“მჯერა, ტერიტორიულად ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა მალე გახდება ყველა თვალსაზრისით დიდი ქვეყანა.
უკრაინის გამარჯვებით და რუსეთის გარდაუვალი მარცხით გაიმარჯვებს საქართველო.
გაიმარჯვებს თავისუფლების მოყვარე სამყარო, რადგან როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო – ჯოხარ დუდაევი ამბობდა – “რუსეთი მაშინ მოკვდება, როცა უკრაინის მზე ამოვა!”.
წერს Facebook-ზე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.