რუსების კომფორტისთვის უარყოფილი ოკუპაციის ფაქტი

დღეს, 24 აგვისტოს სამოქალაქო აქტივისტები ბათუმში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი ღონისძიებას გამართავენ, რისთვისაც მათ სცენა და შესაბამისი აპარატურა ესაჭიროებოდათ, თუმცა მერიისგან მიღებული პასუხის შემდგომ გადაწყვიტეს, რომ ამ ყველაფერს საკუთარი სახსრებით მოახერხებდნენ, რადგან ბათუმის მერის ერთ-ერთი მოადგილე სოფო ხალვაში დახმარებას იმ შემთხვევაში დაჰპირდა, თუ აქციაზე ნახსენები არ იქნებოდა სიტყვა ოკუპაცია, რუსეთი და ომი.

“მითხრეს, ჩვენ ვართ კატეგორიული წინააღმდეგი, რომ თქვენ ახსენოთ ომი, ახსენოთ ოკუპაცია, ახსენოთ რუსეთი, რადგან არ გაღიზიანდნენ სტუმრები, რომლებიც არიან ჩვენს ქალაქშიო”, – აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი.

ცნობისთვის, უკრაინა დღეს 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

cnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share