რეკომენდაციები სიცოცხლისათვის
ვენის ჯანსაღი კედელი—გარანტირებული სიცოცხლე.
მთავარ სასიცოცხლო სამიზნეზე აიყვანეთ—–ვენის კედლის გადრეკადება.
1——-პოდაგრა , თუნდაც შეტევის გარეშე და მარტო, ფეხის ცერა თითზე ძვლის დეფორმაციით გამოხატული, ეს ერთი მთავარი სიმპტომია იმ ჩამონათვალიდან, რომელიც გვაუწყებს, რომ ორგანიზმი სიმსივნისთვის გამზადებულია. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ მაინდამაინც კიბო დაგემართოთ. ხშირ შემთხვევეაში , ადამიანს გენეტიკური იმუნიტეტი ეხმარება, მუდამ მუშაობს აპოპტოზის სქემა და ორგანიზმის იმუნური სისტემა იბრძვის კიბოს ასაცილებლად. ამ დროს იმუნიტეტის გაძლიერებული ხარჯვაა და ეს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე უარყოფითად აისახება. ამიტომ, საჭიროა სწორი მკურნალობა, რომ სასიცოცხლო ძალები უშედეგოდ არ შემცირდეს. საშარდე სისტემის და ძვალ-სახსრის გზით, სტატისტიკურად, ყველაზე მეტადაა კიბოს ორგანიზმში შემოსვლა დაფიქსირებული. მაგრამ, თირკმელი ისეთი ორგანოა, ყველაზე ნაკლებად რომ ყვირის ძლიერი გასაჭირის დროს. ამიტომაცაა , ამდენი გაოცებული ადამიანი დღეს დიალიზზე. შეიძლება ლაბორატორიულად არ იყოს დარღვევ ა გამოკვეთილი, მაგრამ ნებისმიერი შეშუპებაში ,თვალის ქვედა ქუთუთო იქნება თუ მთლიანად სხეული, თირკმლები მნიშვნელოვნად მონაწილეობენ. შეშუპებას ბევრი მიზეზი აქვს . მაგრამ————- მისი წამყვანი მიზეზი ვენური უკმარისობაა. შარდის საერთო ანალიზში , ძალიან ხშირად , მარილების განხილვას ინდიფერენტული ხასიათი რომ არ ჰქონდეს, მეტად ჯანმრთელი იქნებოდნენ ადამიანები . დაავადებას, რომლის დროსაც ადამიანს, მარილების ხშირი და პათოლოგიური გამოლექვა აქვს სალურია ეწოდება. ამაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და უყურადღებოდ მიგდებული დაავადება , ამ ქვეყანაში მეორე არ არსებობს. შარდის საერთო ანალიზებზე მარილების სპექტრალური დაკვირვებით, ჭკვიანი ექიმი ბევრ დასკვნას გააკეთებს და ადამიანის ჯანმრთელობას მეტად შეუწყობს ხელს. ვსაუბრობ მხოლოდ შარდის საერთო ანალიზზე. სამედიცინო მეცნიერების მსოფლიო სტანდარტით——— თუ ანალიზში შარდმჟავა მარილებია ან თქვენი თირკმლის კენჭი შარდმჟავამარილიანია , ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს ორგანიზმში პურინების წარმოქმნა პათოლოგიური და ჭარბია. როგორც ყველა პოდაგრის დროს, ასეთ მდგომარეობაში არ უნდა ჭამოთ——საქონლის—- ენა, ღვიძლი, თირკმლები, გული, ტვინი; ხორცის ბულიონები; კონსერვები, შებოლილები, სოსისი და ძეხვეული, პურის ქერქი, ბოლოკი, პარკოსნები. უფრო უნდა ჭამოთ-სალათები, მწვანილი, მცენარეული საკვები, რძის პროდუქტები. თუ შარდში ფოსფორის მარილებია, უნდა ჭამო- საქონლის ღვიძლი, ხორცი; მარცვლეულის ფაფები,მცენარეული ზ ეთები. თუ ოქსალატებია, მაშინ არ უნდა ჭამო- კვერცხი, ისპანახი, რძის პროდუქტი, შოკოლადი, კაკაო. კიდევ ბევრი დეტალებია. მარილები ზუსტად გესაუბრებიან თირკმლის და არა მარტო თირკმლის მეტაბოლიზმზე.
2—- სისხლის საერთო ანალიზში, -რეტიკულოციტები და ერითროციტები, ბაზოფილური ეფექტით, თუნდაც მცირედ თუ მომატებულია, ადამიანი ტყვიით ინტოქსიკაციას განიცდის . ამას ექიმი, ტყვიაზე—- ძვირიანი ანალიზის გარეშეც, სისხლის საერთო ანალიზიდან უნდა მიხვდეს. თუ ეს ქრონიკულად მიდის , რაღაც პერიოდში ,აუცილებლად იქნება ჰემოგლობინის დაქვეითება. თუ ჰემოგლობინის დაქვეითების მიზეზს არ გავიგებთ ყველა მისი ცდომისას, მაშინ მკურნალობა ბრმა და დროებითი იქნება. რადგან , ჰემოგლობინის თუნდაც მცირე ვარდნა, ყოველთვის მეორადია. ფონი ამ დროს სხვა დაავადება ან პროცესია. ჰემოგლობინის უმცირესი დაბლა გდებაც კი, სისხლის უდიდეს გასაჭირზე მიუთითებს. პრობლემური სისხლი— ქრონიკული, პოლიორგანული უკმარისობის დასაწყისია. რადგან, სისხლი ყველა ორგანოს ალმა მატერია. ის კვებავს შინაგან ორგანოებს. თანამედროვე, მსოფლიო მედიცინის გლობალური გააზრებით ,კიბო უპირველესად ეს არის——სისხლის ქსოვილის დაზიანების და სისხლის მიმოქცევის რთული მოშლა. სხვა ყველაფერი უკვე მეორადია. მედიცინის მეცნიერებასთან იმ ადამიანებს არაფერი საერთო არა აქვთ, რომლებიც ძალიან დიდ განსხვავებას ხედავენ 44 და 66- ჰემგლობინში. ორივე დიდი პრობლემა და ორგანოების დაზიანების დასაწყისია. 66 ჰემოგლობინზე, თითქმის, იმავე სიმძაფრით ხდება უჯრედების კვდომა. ადამიანს სახის ფერი ოდნავ რომ შეეცვლება , უკვე უნდა ვეძებოთ, რომელიმე მეტალითაა ინტოქსიკაცია. თუნდაც, ოდნავ დაქვეითებული ჰემოგლობინი, მკვეთრი მარკერია, რომ რომელიმე ორგანო დაზიანებამ დე მიდის. მოვიდა დრო, ეს აუცილებლად უნდა გავიაზროთ. თუ ასე არა, მაშინ ჰემოგლობინზე ე გრედწოდებული მკურნალობა, მხოლოდ , სიზიფეს შრომა იქნება და მისი ხელოვნური კომპენსირება, ყოველთვის მყარად არსებული ფონური დაავადების, მხოლოდ დროებით მიმალვას მოემსახურება. არასწორი მკურნალობით სასიცოცხლო იმუნიტეტი იხარჯება და ადამიანს სიცოცხლის წლები აკლდება. ტყვიის ჭვალი, განსაკუთრებით, პედიატრიულ ასაკში, ძალიან ხშირად ერევათ გასტრიტში. ზუსტად იგივე სიმპტომებია. მაგრამ, სისხლის საერთო ანალიზს უნდა დავხედოთ და კარგად გავიაზროთ. ტყვიის ჭვალის მოვლითი შეტევა, ხშირად ეშლებათ კვებით ინტოქსიკაციაში. ამ დროს ბავშვებში და ზრდასრულებშიც არის——–ჭიპის მოვლითი ტკივილი; აშლილობა, ღებინება ან გულისრევა; ხან ტემპერატურაც. ინფუზური თერაპია, დროებით მიმალავს სიმპტომებს, მაგრამ ინტოქსიკაცია მალულად გრძელდება. მძიმე მეტალებით ინტოქსიკაციები, ყველაზე ხშირად მიდიან კიბომდე. გასტრიტის და სიმჟავის დასაწევი პრეპარატების გრძელვადიანი კურსები , ორგანიზმს აზიანებენ. რადგან, იმუნიტეტის ეპიცენტრი კუჭის წვენშია. კუჭ-ნაწლავით დაავადებულ ადამიანებს, ყველაზე არასტაბილური იმუნიტეტი აქვთ და სიმსივნის მუდმივი ტრამპლინი არიან. მეტაბოლიზმის ყველა გიგანტური სქემა, კუჭის, უფრო სწორად პანკრეასის ფერმენტებიდან იწყება. სიმჟავის პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენებით, იმუნური პარამეტრების შეზღუდვა ხდება .დეტალურად ვინც იცის, სასიცოცხლო იმუნოლოგიურ მექანიზმებში, რა დიდ როლს ასრულებენ კუჭის წვენის ფერმენტები, ის გასტრიტის ყველა მიზეზს გაიაზრებს და არ დატოვებს ადამიანს ომეპრაზოლების იმედზე, რომელთა გრძელდისტანციური გამოყენება, უკანასკნელ იმუნურ კომპლექსებს აზიანებს. შარდში პორფირინები და კბილებზე ტყვიის ყაეთანი, სტომატოლოგებს არ უნდა გამოეპაროთ ან უბრალო შლაკი არ უნდა ეგონოთ. რადგან, ეს ტყვიით მძიმე ინტოქსიკაციას გვაჩვენებს . ნევრალგია, რომელსაც ამ ქვეყანაში უკვე შაბლონურად ,მხოლოდ , დიკლოფენაკებით ებრძვიან, ტყვიის ინტოქსიკაციის მკვეთრი დამახასიათებელი სიმპტომია. ნევრალგია 80 პროცენტში ,რომელიმე დაავადების სიმპტომია და არ უნდა ვკონცენტრირდეთ, მხოლოდ გადაციებულ ნერვზე. ტოქსიური ჰეპატიტები და ღვიძლის დეგრადირება, ძალიან ხშირად, მძიმე მეტალებით, განსაკუთრებით კი ტყვიით არის გამოწვეული. დამბლების მიზეზი, ძალიან ბევრ შემთხვევაში ტყვიით ინტოქსიკაციაა. ფსიქიატრი ან ნევროპათოლოგი ბრმად როცა მკურნალობს და მიზეზს არ ეძებს, მკურნალობა ყოველთვის უშედეგოა. რადგან ,ტყვიის დეტოქსის გარეშე ასეთი დამბლა არ აღდგება .ა დამიანი ლოგინს მიეჯაჭვება აუცილებლად. ასევე ფსიქოზები უფრო გამძაფრდება.
3——-პირის ღრუს კიბოს რისკში არიან, კ ონიაკის და ლუდის წარმოების მონაწილე ადამიანები ;ასევე, სტამბის მომსახურე პერსონალი. საყლაპავის სიმსივნეს აპროვოცირებს -არასუფთა წყალში არსებული ნიტროზამინები. ასევე, ამ სიმსივნეს იწვევს——-პესტიციდები, ასთმის და ყელის ანთებების აეროზოლები ,ნიკელი, ქრომი, ნიშადური. ამის რისკია ასევე ავეჯის წარმოებაში და რადიოლოგებში. რა თქმა უნდა , იმ შემთხევვაში, თუ დამცველობითი ღონისძიებები არ იქნება.
ღვიძლის კიბო პროვოცირდება——ფქვილის წარმოებაში და ფქვილის ხშირად შესუნთქვის დროს; ასევე , ნიშადურით, საღებავებით და მათი გამხსნელებით. ღვიძლის კიბო განსაკუთრებით ხშირია——– მილების დამონტაჟებაზე მომუშავეებში. არ დაგავიწყდეთ—— ტოქსინებით -ღვიძლის დაზიანება, რომელიც კიბომდე მიდის, 30 წელი შეიძლება, მკვეთრი ჩივილების გარეშე მიმდინარეობდეს ორგანიზმში და საქმეში ჩაუხედავმა, შეიძლება, მხოლოდ ნევროზის დიაგნოზით უკან გამოუშვას პაციენტი.
კუჭის კიბო პროვოცირდება——-ნიტრიტებით, მტვერით, ქიმიური საამქროებით, ნახშირით, აზბესტით, ხის წარმოებით, რეზინის საამქროთ და ვეტაფთიაქებით. რეზინის საბურავების საწარმო, არ შეიძლება ქალაქის შუაგულში იყოს და გამონაბოლქვით იწამლებოდეს ყველა გამვლელი. რადგან, ერთი შესუნთქვაც საკმარისია, თუ იმუნიტეტი დაბალია. საბურავებიდან იწამლები-ქრომით, აზბესტით, ნიკელით. ვეტაფთიაქებში იწამლებიან მომუშავეებიც და მომხმარებლებიც. არც ნიღაბი, არც ვენტილაცია და არც სხვა დამცველობითი საშუალებებია მასიურად დანერგილი. უამრავჯერ მიმკურნალია ვეტაფთიაქების თანამშრომლებისთვის, რომლებსაც უკიდურეს სტადიაზე ჰქონდათ ღვიძლის მდგომარეობა მისული.
ნაწლავების კიბო პროვოცირდება——-ნავთობით, პესტიციდებით, მანქანის სხვა საწვავით და გამონაბოლქვით; დიეტებით, რომლის დროსაც გამოფიტულ ნაწლავში ადვილად იბუდებს ტოქსინები. ყველა ტიპის კიბოს აპროვოცირებს , არასწორად დანიშნული ქიმიური მედიკამენტები.
პანკრეასის კიბოს დამართებას აჩქარებს———მზეზე გადაჭარბებული ყოფნა, რადიაციის პირობებში ; მძიმე მეტალები; საღებავები და გამხსნელები ;რადიოლოგიური კვლევები; ალუმინის——- ნივთები, საწარმოები, სამკაულები, ჭურჭელი, აქსესუარები —–ტანსაცმელზე, ჩანთებზე, ნივთებზე. პანკრეასის კიბოს რისკის ქვეშაა—რადიოლოგები და ხშირი რადიოლოგიური კვლევის ქვეშ მყოფი პაციენტები. პანკრეასის კიბოს დიდი რისკის ქვეშ არიან—–ტელევიზიის ვიდეოინჟინრები და ტექნიკური თანამშრომლები; ფოტოგრაფები, ოქრომჭედლები. პანკრესის კიბოს 40 პროცენტი არ ჩანს რადიოლოგიურ კვლევაზე . გადატანილი ბოტკინის დაავადება და მითუმეტეს ცე ჰეპატიტი, პანკრეასის კიბოს, ლატენტურად —–მალულად მიმდინარეობის პროცენტს ძალიან ზრდის. ამას ემატება პანკრეასის რთული ფენომენის და მისი ატიპური ფორმების ჩვენს მედიცინაში ჯერ კიდევ მასიურად დაუნერგავობა. უნდა უკუვაგდოთ პრიმიტიული, დამზიანებელი ფრაზები —-მე უკვე გადავიტანე ცე ჰეპატიტი ან ბოტკინის დაავადების მსუბუქი ფორმა მქონდა. შენ გაიარე ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. მაგრამ ,მის უკიდურეს დამზიანებელ შედეგებს მთელი ცხოვრება უნდა ებრძოლო. ბოტკინის დაავადების მსუბუქი ფორმა არ არსებობს. ავსტრალიური ანტიგენი მყარად რჩება ღვიძლში და მისგან ნეკროზამდე მისული უბნები. უნდა შევიგნოთ, რომ ნაღვლის ბუშტი , რაღაც იზოლირებული ბუშტი არ არის. ის ღვიძლის ერთი მთავარი ნაწილია .ბევჯერ მითქვამს—ის არის სამყაროდან კოსმოსური ენერგიის მიმღები ბაზა. ბევრი გული გაჩერებულა მაგრამ ამუშავებულა. ყველა დაავადების პროლოგია ნაღვლის დინების შენელება. ხოლო სიკვდილი, მხოლოდ მაშინ კონსტანტირდება, როცა ნაღველის დინება მყარად გაჩერდება. ოდითგან წყალს რატომ სთავაზობენ, ფიზიკურ ან სულიერ—- დისკომფორტულ მდგომარეობში მყოფ ადამიანებს? იმიტომ, რომ ამ დროს ნაღვლის დინება ძალიან ნელდება.
მიკრობები ორგანიზმში ადაპტირებული არიან და გასუსულები. მათი გააქტიურება გარე ტოქსინებით ხდება ბევრ შემთხვევაში. ენდოგენური ან უ შიგა მიკრობული ფლორა დამზიანებელი და სასიკვდილო კოლონიებით მაშინ არიან წარმოდგენილი, როცა გარე ტოქსინები იმუნიტეტს დააქვეითებენ. ადამიანთა დაავადებები, ჩვენს პირობებში განსაკუთრებით, გარე უხილავი ტოქსინებითაა გამოწვეული. თავის ტკივილის ან დაბალი წნევის დროს გამაყუჩებელს იყენებთ მაშინვე. მიზეზი კი, გარე ტოქსინია უმეტეს შემთხვევაში. სამწუხაროდ, ხშირად სამედიცინო დაწესებულებაშიც არ ხდება დაავადების რეალური მიზეზის გამოცნობა. მითუმეტეს, ახლა გახსნილ ზოგ 24 საათიან კლინიკებში. სამედიცინო მიზეზების სწორად გამოცნობა რომ იყოს, არც ამდენი დაავადებები იქნებოდა და არც კიბოს ასეთი დიდი რიცხვი. ათასობით დაავადებებს—-წნევას, რადიკულიტებს, ნევრალგიებს, თავბრუხვევებს, თავის ტკივილებს , ადამიანები პირდაპირ მკურნალობენ ქიმიური წამლებით. უხშირეს შემთხვევაში მთავარი მიზეზი ტოქსინებია. დეტოქსის ნაცვლად, კიდევ უფრო დანაგვიანება ხდება ქიმიური წამლებით. შხამები კუმულირდება ოგანიზმში და კიბოს განვითარების საუკეთესო პირობები იქმნება.
ხორხის სიმსივნეს ბენზინის და დიზელის საწვავის ჩასუნთქვა იწვევს. ასევე ნიკელი, აზბესტი, იპრიტი; ნიკელის ლოგინი, ნიკელის ნივთები. ყელი რომ გეწვის, ყოვეთვის გაციება არ არის. ამ შემთხვეავში ყელის გამოვლება მოახდინე სოდიანი ხსნარით და ზეითუნის ან ქაცვის ზეთი ნელა გადაყლაპე. ყელში გააჩერე. თაფლი ან დინდგილი გამოიყენე. დინდგილი დაღეჭე. ტრანსპორტის უკონტროლობის გამო , მომწამვლელ ნივთიერებებს მუდმივად ისუნთქავთ. მათი დეტოქსი უპირველესად სუფთა ჟანგბადია. ოთახის ხშირი განიავება სიცოცხლის წყაროა.
ფილტვის კიბოს აპროვოცირებს———-ნიშადური, ნიკელი, აზბესტი, ქრომი, იპრიტი, რადონი, კადმიუმი ,ბერილუმი, ფორმალდეჰიდი. ყველაზე მეტად ფილტვის კიბოშ ი დამნაშავეა -რადონი. მისი მეტობაა გაუნიავებელ სარდაფებში და საერთოდ გაუნიავებელ ოთახებში. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაში ვცხოვრობთ. ეს შხამები, განვითარებულ ქვეყნებშიცაა, მაგრამ ასე არ არის მოსახლეობა გაჯერებული. რადგან , მაკონტროლებელი და პროფილაქტიკური სამსახურები მუშაობენ და ადამიანების სიცოცხლეს იცავენ——–პესტიციდებისგან, ბენზინისგან და სხვა ტოქსინებისგან . ვენტილაცია, აღჭურვა, ნიღაბი, სპეცტანსაცმელი, ეს ხომ დიდი პრობლემა არ არის. თუმცა რაზე უნდა ისაუბრო, როცა გაიხსენებ რა მოხდა ჩვენთან შახტებში.
კიბოს აღწერა ძველ ეგვიპტურ პაპირუსშიცაა. მაგრამ , ძველ ექიმებს რომ ენახათ ჩვენი ხალხი, ძალიან გაოცდებოდნენ ,როცა გაიგებდნენ———რას ვჭამთ, რას ვსვამთ, რას ვსუნთქვათ, რა ნივთებს ვიყენებთ, რა გარემოში ვცხოვრობთ. ვჭამთ, ვსვამთ და ვსუნთქავთ ქიმიას. ტერმინი-კიბო ჰოპოკრატეს ეკუთვნის. მან შენიშნა ატიპური უჯრედები , კიბორჩხალას მიამსგავსა და კარცინომა უწოდა. კარცინომა ბერძნულად კიბორჩხალაა. კიბოს ეტიოლოგიაში ერთ-ერთი არის გაღიზიანების თეორია———- დაჟეჟვა , ტრავმა, მირტყმა, დაცემა, უხეში საგნის მოხვედრა. არ შეიიძლება ამის გატარება. დაჟეჟილი უჯრედი, რომელიც ხშირად არ ჩანს, უნდა აღადგინოთ. ბევრია მასწავლებლის მიყენებული ტრავმები პატარა ასაკში. ჩვილუჯრედებიანი მოსწავლის ჩქმეტა დანაშაულია. მშობლები სხვადასხვა ქალაქებიდან ამაზე ხშირად მიამბობენ. თუ ბავშვს მასწავლებელი არ უყვარს, საგანს არ ისწავლის. ასეთია ბავშვის ფსიქოლოგიის დეტალები. ბავშვის ფსიქიკაში მარტო სწავლაზე აქცენტირება ,სწავლული იდიოტის კონსტანტირებულ სინდრომს ავითარებს .თბილი ურთიერთობები პედაგოგს და ბავშვს შორის, მიყენებული ტრავმების პროფილაქტიკაა, იმ შემთხვევაშიც კი ,როცა მასწავლებელი ჰორმონალურ დეფიციტებს და მოშლას განიცდის. ბავშვის დარტყმა კიბოს რისკია და უნდა აიკრძალოს და დასჯადი გახდეს. ჩქმეტა უჯრედის გაჭყლეტაა და მიკროთრომბების სამუდამოდ ლოკალიზება. რაც კიბოს საფუძველს ქმნის, რომელიც გააქტიურდება, თუნდაც, ათეული წლების შემდეგ. ბავშვის შენჯღრევა ყველაზე რთული დაზიანების სახეობაა და მომავალი ანევრიზმების და ინსულტების წინაპირობაა. ტუჩებზე დარტყმა ტვინის ნათხემიდან გამომავალი, ყველაზე ნაზი ნერვული წნულის მიჭყლეტაა. ყურების აწევა– თავის ტვინის ნერვულ -ვესტიბულური აპარატის ტრავმული გაღიზიანებაა. დაწყებით კლასებში მოღვაწე პედაგოგების ფსიქიკა უნდა შემოწმდეს. ადამიანური პედაგოგები მეტად უნდა დაფასდეს.
. მკვლელი და კიბოს წარმომშობი ნივთიერებებია დიოქსინები. ისინი ცელოფნის ბოთლების და პარკების წვის დროს წარმოიქმნებიან. არანატურალური რძის და უხარისხო ხორცის საშუალებით შედიან ორგანიზმში . დიოქსინები განსაკუთრებით ,მსუქანი ადამიანების ცხიმოვან ფენებს ეკვრიან. ამიტომ არის ყველა ჭარბწონიანი , დაავადებებისკენ ხშირად მიდრეკილი. ყველა მძიმე მეტალი ქრონიკულ დაავადებას იწვევს და კიბოს რისკია. პაციენტი რა დაავადებითაც არ უნდა დამიკავშირდეს, ყველა მათგანში მძიმე მეტალების და ტოქსინების პოტენციალს ვაკვირდები მუდმივად.
ყველა არასუფთა წყალში———- დარშხანია. წყლის სისუფთავის პრობლემის მოწესრიგება , ადამიანების ჯანმრთელობისკენ მიმართული უდიდესი საქმეა. ნულია ნებისმიერი მთავრობის ზრუნვა ადამიანებზე, თუ წყალი პედანტურად არ კონტროლდება. თუ როგორ კონტროლდება , ამაზე მოსახლეობას ხშირი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. ჩვენს ქვეყანაში, დღეს პარაზიტების ასეთი ბუმი არასუფთა წყლის გამოყენებამ გამოიწვია. ადამიანის ორგანიზმში კიბოს , ჭიშკარს პარაზიტები უღებენ. არის სამედიცინო შეცდომები— კუჭის აშლილობის დროს ხშირად, არა კვებითი ინტოქსიკაცია, არამედ დარიშხანით მოწამვლაა. ასევე ის ნეფრიტის იმიტაციით მიდის, შარდში ცილა ან ცილინდრებია და მკურნალობენ ნეფრიტზე . სინამდვილეში კი დარიშხანით ინტოქსიკაციაა და კიბოს დიდი რისკი ყალიბდება . პოლინევრიტით ნევროპათოლოგთან მკურნალობის უამრავი შემთხვევებია, ე ს კი ხშირად , მხოლოდ, დარიშხანით ინტოქსიკაციაა. ხშირად ადამიანები მკურნალობენ კანის დაავადებებზე——-დერმატიტზე, ეგზემაზე , თმის ცვენაზე, ალერგიებზე, რეალობაში კი მიმდინარეობს დარიშხანით კლასიკური ინტოქსიკაცია. განმეორებადი ანემიების დროს, მძიმე მეტალების ინტოქსიკაცია მიდის. ყველა ალერგიის და გამონაყრით მიმდინარე დაავადებების დროს დარიშხანით ინტოქსიკაცია უნდა გამოირიცხოს. დარიშხანის შედეგად ანემიები, კიბოს მომატებულ რისკებს ქმნიან. ხშირია მკურნალობა——- ბრონქიტის, გასტრიტის, ფილტვების ანთების იმიტაციებზე, რეალობაში კი, დარიშხანით ინტოქსიკაცია მიდის. ა მიტომაა სასიცოცხლო, ანამნეზის დეტალური აღება, რისთვისაც პირადად მე, სამ საათზე მეტი ვზივარ პაციენტთან . ყველა გადატანილი პრობლემა; ყველა ჩივილი, ყველა გამონაყარი , ყველა ტკივილი, ყველა განწყობა, ყველა სამედიცინო ისტორიის პატარა მონაკვეთი; ყველა დისკომფორტი, ყ ველა ფიზიკალური გამოხატულებ——- ადამიანის ორგანიზმის თერაპიულ საიდუმლოებზე გვესაუბრებიან .დეტალური ანამნეზის აკრეფა და ვიზუალური ინსპექცია , სამედიცინო პროპედევტიკის მთავარი ნაწილებია. ბევრი რთული დიაგნოზი ვიზუალურად ისკვნება, შემდეგ მხოლოდ ვამოწმებთ. უამრავი მძიმე , სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა , რომლებსაც შეხედვისთანავე დაასკვნი. მაგალითად, ისეთი მძიმე დაავადებები, როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა ან მცირე თალასემია და კიდევ ბევრი მძიმე დაავადება, გამოცდილ ექიმს შეუძლია შეხედვისთანავე ან ფოტოთ მტკიცედ დაასკვნას.
ობის სოკო არის———ლობიოში, სოიოში, ბარდაში, შვრიაში, ხორცში, თხილში, ნიგოზში. ადუღება არ კლავს. მარცვლეულის და თხილეულის ხშირი გამზევრება უფრო შედეგიანია. ობის სოკოს უდიდესი როლი აქვს კიბოს დამართებაში. ხშირი მიზეზია——-ღვიძლის, სახსრის, ფილტვის, ნაწლავების, თირკმლის კიბოს. საპურე, მაცივარი, ძნელად მისადგომი ადგილები, მაგალითად, გაზსა და კედელს შორის, კვირაში სამჯერ ასეპტიკური სითხეებით უნდა გაირეცხოს. ყველა კარგი დიასახლისი ცხოვრების და ჯანმრთელობის ქალი- აკადემიკოსია. გაუწმენდავ საპურეში ჩაყნოსვისას , შეიძლება სოკოვანი ფილტვების ანთება უცებ მიიღოთ. დაავადებები ხშირი იქნება , თუ მდაბიო ტენდენციებს არ შევეშვებით. მაგალითად, ქართველი ქალის ტვინიდან უნდა ამოვარდეს ტერმინი—— საჭმლის პომიდორი . ჩვენს გარდა, ეს არცერთ ქვეყანაში არ ხდება. ბოსტნეულის მაღაზიაში ხშირად გაიგონებთ——თუ გაქვთ საჭმლის პომიდორი. სტატია მქონდა ამაზე და პროგრესული სააგენტოები დიდხანს ატრიალებდნენ. სადილს ამზადებ——- აყვავებული მიკრობებით, სოკოებით, პარაზიტებით და ბაქტერიებით. მიკრობების უმრავლესობა არ კვდება 100 გრადუს ტემპერატურაზე. ზოგი ავტოკლავირებაზეც არ კვდება. ერთი ლარის ეკონომიის გამო, ასეთი სადილი ხდება წყარო უამრავი დაავადების—– მათ შორის ნეფრიტების, პროსტატიტების, ქოლესციტიტების და კიბოსაც კი. მკვლელი მიკრობები, რომლებიც უამრავ დაავადებებს იწვევენ , თვალით უხილავი არიან. ბევრს ეს გააზრებული არა აქვთ. ამის დასტურია, სხვადასხვა არხებზე ზოგი გადაცემა სამზარეულოს ტიპის. მაგალითად, ნიორი და ხახვი მიწისქვეშიდან მოიპოვება. გარჩევის შემდეგ მაშინვე ქვაბში რომ გადაისვრი, გარეცხვის გარეშე, მას უამრავი ტიპის -მიკრობთა კოლონია მიყვება. მათგან ბევრს , 100 გრადუსზე დუღილი ვერ კლავს.
.ჩვილ ბავშვებში ტალკის შეფრქვევის სულ წინააღმდეგი ვიყავი. ბავშვებში ტალკისგან ხშირია—– ასთმური ბრონქიტები, ასთმები, ატიპური ტუბერკულოზები. ვერც კი წარმოიდგენთ , რამდენი ადამიანი დადის ატიპური ტუბერკულოზით და არც იციან რა სჭირთ. მანტუს სინჯი ყოველთვის არ არის დასაყრდნობი. ხშირად ვამბობ და ეს ადამიანების სიცოცხლის გზაა———–ყველა ქრონიკული დაავადება ტუბერკულოზზე უნდა შემოწმდეს. უამრავ ადამიანს აქვს ნაწლავების და სახსრების ტუბერკულოზი— ქრონიკული. ქრონიკული რინიტის დროს აც კი ცხვირის ტუბი უნდა გამორიცხოთ.
ცეზიუმს და სტრონციუმს ადვილად იწოვენ მწვანილის ბოლქვები, ასევე ბალახები. დღევანდელ გარემოში, ერთ დროს ასე სარგებლიანი ძირხვენები , მრავალი ტიპის კიბოს გამომწვევებია. ისინი იზოტოპურ რადიაციულ ინტოქსიკაციებს იწვევენ. რადიაცია გაჟღენთავს მათ რადიონუკლიდებით. თუ რადიაციულ ბალახს ძ ოვს ძროხა, მას ადამიანები იღებენ რძით, ხორცით, რძის პროდუქტებით. მწვანილს რომ გარეცხავთ, სანამ კერძში მოათავსებდეთ, რამდენიმე ხანი წყალში ამყოფეთ. ტოქსინების მცირე რაოდენობა მაინც გამოძევდება. მძიმე მეტალების, ბიოლოგების მიერ დაშვებულ ზღვრებს უკვე მედიცინა აღარ ითვალისწინებს. განსაკუთრებით, სტრონციუმზე ოფიციალური ევროპული მითითებაა, რომ მისი არცერთი გრამი არ უნდა იყოს ორგანიზმში. ის სასიკვდილოა . როცა სახსრების ან ძვლების დაავადებას ვმკურნალობ, უპირველესად, მთელი ბრძოლა გამოცხადებული მაქვს სტრონციუმის დეტოქსისთვის. სტრონციუმის მინიმალური რაოდენობაც კი , ძვალს და სახსარს შლის. არა მარტო ძვალს და სახსარს. ძვალში აკუმულირებული სტრონციუმი——–კუჭ-ნაწლავის დაავადებებს აქრონიკულებს და კუჭ-ნაწლავის სიმსივნეების მძლავრი ფონია. პროცენტულად და სტატისტიკურად, ყველაზე მეტი კიბო ძვლის და სახსრის გზით შემოდის ორგანიზმში. კიბოს ყველაზე აგრესიული და ხშირი მასპინძელი ძვალში———–სტრონციუმია. უმწეობაა ძვალზე და სახსარზე მკურნალობა, თუ ექიმი პარალელურად ისეთ მედიკამენტებს არ ნიშნავს, რომლებიც სტრონციუმის დეტოქსს ახდენენ. როცა ადამიანს ფონად ან ხერხემალი ან სხვა სახსარი ან მუხლი ან რადიკულიტი ,თუნდაც წარსულში აწუხებდა, მკურნალობაში ყოველთვის ჩართული მაქვს ის ნატურალური მედიკამენტები, რომლებიც სტრონციუმის დეტოქსს ახდენენ. რევმატიზმების, რევმატიული ართრიტების, ხერხემლის პრობლემების და სხვა სახსრის , ასევე ძვლის მკურნალობა და კუჭ-ნაწლავის მკურნალობაც წყალშია გადაყრილი, თუ ფონად სტრონციუმის დეტოქსი არ არის. ყველა რადიკულიტის დროს, როცა ჩვენში ადამიანი ,მხოლოდ, დიკლოფენაკის ჯგუფის იმედზეა, ზურგის ტვინზე სტრონციუმით, მძიმე ინტოქსიკაციის შედეგები მწვავდება . ასეთი სამწუხარი დეტალები უამრავია, რომელთა ცოდნა სასიცოცხლოა. ჯანმრთელი რომ იყოთ, ამისთვის, უპირველესად , უკიდურესად სასიცოცხლო დეტალები უნდა იცოდეთ. ყველა ექიმის ვალია ეს გაგაგებინოთ, რომ უფრო მეტი სერიოზულობით მოეკიდოთ იმ დაავადებებს, რომლებიც სასიკვდილოა, თქვენ კი ძალიან მარტივი გგონიათ. მასიურად რომ შეეწყოს ხელი ხალხის ჯანმრთელობას, ეს ერთეულმა კი არა, არამედ ყველა ექიმმა უნდა იცოდეს.
ქლორით ან იოდით ინტოქსიკაციის დროს, ბავშვს ან ზრდასრულს— აქვს ცრემლდენა, თვალების წვა , ყელის წვა, ხველება ან რომელიმე .ისმის ფილტვის აუსკულტაციით — კრეპიტიული ხიხინი. ბავშვი მიყავთ პედიატრთან და თუ ის მაღალი რანგის არ არის , ფილტვების ანთების მკურნალობას ნიშნავს. ასე ინგრევა ორგანიზმები და ყალიბდება ანიტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული შტამები. სიკვდილობის დიდი პროცენტი მძიმე მდგომარეობების დროს ამიტომ არის . რეზისტენტულ შტამებთან ანტიბიოტიკები პარალიზებულია და ვერ მოქმედებენ. ყველა ექიმი ვერ ანსხვავებს ფილტვების ანთების კრეპიტაციას და ინტოქსიკაციური ალერგიის კრეპიტიულ ხიხინს. მათ მსგავსი , მაგრამ არა იგივე ხმოვანება აქვთ. ბავშვს შეცდომით ენიშნება ანტიბიოტიკები . ქლორით და იოდით ინტოქსიკაციის დროს , სტატისტიკურად ბევრია გამოუცნობი ფილტვის ანთებები, ასევე ხშირია ამის გამო რინიტები. ქლორით ან სხვა ტოქსინით ინტოქსიკაციისგან გამოწვეულ რინიტებზე მიზეზი რომ არ დადგინდება და წვეთები, აეროზილი და ანტიბიოტიკი დაინიშნება , ის აუცილებლად ქრონიკული გახდება. რადგან ლორწოვან გარსში იმუნოლოგიური ნგრევები გაღრმავდება. ხშირად არ ფიქრობენ გამომწვევ მიზეზზე. რინიტი კი ლორწოვანი გარსების მძიმე დაზიანებაა, რომლის გახანგრძლივების შემთხვევებში კიბოს სიგნალები ყალიბდება. რადგან, ლორწოვან გარსებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ, იმუნური მექანიზმების განვითარებაში.
რაც შეეხება ფტორით ინტოქსიკაციას, ამ უკონტროლო ქვეყანაში, მალე ეს საკითხი განსაკუთრებული გართულებული პედიატრიული პრობლემა დადგება. ბოლო ორი წლის განმავლობაშ ი უკვე მეშვიდე შემთხვევა ვნახე ბავშვებში——- ყოველთვის ახალგაზრდა ექიმის მიერ დანიშნული—— ფტორის. ეს ეხება წლამდ ე და ორ წლამდე ბავშვებს, რომლებსაც საკვებსაც კი, ნუტრიციული ფორმულების გაანგარიშებით ვაძლევთ ინდივიდუალურად თავიანთ ორგანიზმზე. ეს საგანგაშოა. დავუკავშირდი შესაბამის კოლეგებს——ტოქსიკოლოგებს ევროპაში , რომლებიც ძალიან გაოცებული არიან. მითუმეტეს იმის გამო, რომ 7ვე შემთხვევაში, არც საწყისი, არც დინამიკაში მაკონტროლებელი ანალიზი, ფტორის—— ამ უძლიერესი , მომწამლავი ნივთიერების არავის არ ჩატარებია. როგორც დე ვიტამინის მიცემა არ შეიძლება გრძელდისტანციურად, ანალიზური კონტროლის გარეშე, ასევე მითუმეტეს, არ შეიძლება ფტორის პრეპარატის მიცემა ბავშვებში მკაცრი დინამიკური შემოწმების გარეშე. ამ ბავშვებს მსგავსი აქვთ ის, რომ ყველას აღენიშნება კუნთთა და მყეთა რეფლესების მკვეთრი მოდუნება. რაც ფტორით ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელია. რაც ზრდასრულობაში ან ასაკში დამბლის ხელშემწყობი ფონია. ასევე სხვა პრობლემებიც. განსაკუთრებულად ძლიერ მომწამლავი ნივთიერებების სიაში მყოფ, მედიკამენტს რომ ვნიშნავთ ერთ წლამდე ბავშვზე , ის მაინც ვიცოდეთ დასაწყისში, რომ იქნებ ამ ბავშვს, მისი მკვეთრი სიჭარბე აღენიშნება .მითუმეტეს, რომ ამ საუკუნის სამედიცინო ეპოქის დომინანტია—- მძიმე მეტალებით ინტოქსიკაციის უხშირესი ფონი. ვინმემ ამიხსნას სამედიცინო სტანდარტის ფარგლებში, მეცნიერულ დონეზე——— რატომ სჭირდებათ ფტორი ერთ წლამდე ბავშვებს, როცა ის ამ კონკრეტულებს ,არა თუ ნორმაში , ზოგს ზედა ზღვარზეც კი აქვთ. ახალგაზრდა ექიმის მენტალობა ჩვილ ბავშვთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მყარი და ფრთხილი უნდა იყოს. წარმატებული მედიცინა , ყველაზე მთავარ ასპექტში ————ეს გამოცდილებაა. ვინც არაფერი არ იცის, უფრო თამამია; ვინც იცის—— ძალიან ფრთხილია. ამ ქვეყანაში, უკონტროლო მედიცინა სიცოცხლისათვის სახიფათო ხდება და ხალხში სნობურ, მოდურ ტენდენციებს იმკვიდრებს. რამდენჯერმე უკვე გესაუბრეთ ლითიუმის სახიფათოდ გა ტრენდების შესახებ. ბევრი შემთხვევაა, ადამიანები ლითიუმს სვამენ ერთმანეთისგან მოწონებულზე. ვისთვისაც მედიცინის ურთულესი მეცნიერება პრიმიტიულად აღიქმება , მათ გასაგონად კიდევ ვიმეორებ გამოკვეთით———-ლითიუმის ზედა ზღვარი და მისი ტოქსიური, სასიკვდილო დოზა—- უახლოესი, თითქმის იდენტური ციფრებია . ის უნდა დანიშნოს მხოლოდ ტოქსიკოლოგმა ა ნ პირადმა ექიმმა ზუსტი ანალიზის შემდეგ და დინამიკაში ხშირად უნდა შემოწმდეს. ყველამ უნდა გაიგოს, ვისაც ადამიანის სიცოცხლესთან აქვს საქმე, განსაკუთრებით პაციენტებმა და პატარა ბავშვების მშობლებმა——- ნიფხავის და წამლის ტრენდი სხვადასხვაა და ნებისმიერი მედიკამენტი, როგორც მკურნალია , ისე მკვლელიც ხდება, თუ სიზუსტით არ არის დანიშნული.
ბენზინით ან საღებავებით ინტოქსიკაციის დროს არის—— ღებინება, თავბრუ, თავის ტკივილი, ფაღარათი .ხშირია სამედიცინო შეცდომა და კვებითი ინტოქსიკაცია ჰგონიათ. რთულდება ფილტვების ანთებით. ჩვენ ი ქვეყანა განსაკუთრებით გამოირჩევა ანტიბიოტიკების ბევრი და არამიზანმიმართული ხარჯვით. ტოქსინისგან მიღებულ ფილტვების ანთებას, რადიკალურად განსხვავებული მკურნალობა სჭირდება, განსხვავებით ბაქტერიული , ვირუსული ან სოკოვანი ფილტვების ანთებისგან. თუმცა ჩვენში ვირუსული და სოკოვანი ფილტვების ანთებების მკურნალობებიც კი , ხშირად ბაქტერიული ანთებების მკურნალობის იდენტურია. ჩვენს ქვეყანაში სულაც არ მიკვირს ფილტვის სიმსივნის სიჭარბე. თუ ფილტვის ანთების გამომწვევი არ დადგინდება, ფილტვი ანტიბიოტიკის ეფექტში მიმალული და ჰისტოლოგიურად მაინც დაზიანებული დარჩება . ხანდაზმულს ბენზინური ფილტვების ანთება, მცირე ინტოქსიკაციისგანაც კი განუვითარდება და ხშირია ფილტვების კიბომდე მისვლა .
ნებისმიერ ასაკში, ქრონიკულში როცა გადავა ბენზინით ინტოქსიკაცია—— ვითარდება ან დეპრესია ან ფსიქოზები ან თავის ტკივილები ან თავბრუხვევები. ტინიტუსის უძლიერესი მაპროვოცირებელია. ბენზინით ზოგ ინტოქსიკაციას, ქრონიკული დერმატიტი ახასიათებს. უკიდურეს ი დაბალი დონეა , მითუმეტეს, დერმატიტის დროს, დაავადების მიზეზი არ დაადგინო. რადგან, ტოქსინების მავნეობის შედეგად, დარღვეული ბიოქიმური რეაქციებიდან გამოლექილ შლაკებს თვალით ხედავ კანზე. შემორჩენილმა იმუნიტეტმა იბრძოლა, რომ ეს მუტანტური ნივთიერებები კრებსის ციკლში კვლავ არ ჩართულიყვენ. შენ კი მალამოთ ცდილობ , რომ უკან შეაბრუნო. ბენზინით ინტოქსიკაცია ნელა შლის ღვიძლს, თირკმლებს ელენთას, ძვლებს , სახსრებს. ბენზინით ინტოქსიკაცია უხშირესი მიზეზია დეპრესიების ან ფსიქოზების. მათ კომბინირებულ ეტიოლოგიაში , ამის ერთი მიზეზი მაინცაა. დეპრესიის და ფსიქოზების მკურნალობა აბსურდული შედეგის იქნება, ღვიძლის დეტოქსის გარეშე. ჩემს მიერ დეპრესიის მკურნალობა, უპირველესად ღვიძლის გათავისუფლებაა ტოქსინებისგან. შედეგი ,მხოლოდ ამის შემდეგ მოდის. ანტიდეპრესანტების ქრონიკული კურსებით ბოლომდე განადგურებული— პანკრეასი, ღვიძლი და ტვინი, დეპრესიის ან ფსიქოზების დროს, ბენზინის მოწამლვით დამახინჯებულ ,ამინომჟავური რეაქციების მავნე შედეგებს მუდამ განიცდის და ყოველდღე უფრო დეგრადირდებიან. დაავადებების მიზეზების გარკვევის გარეშე მკურნალობა, არა მარტო შეცდომა არამედ დანაშაულია. ეს ინტოქსიკაცია ყველას ემუქრება, რადგან ბენზინი ყველგან ტრიალებს. ბენზინგასამართი სადგურები მდებარეობით ,ძალიან ხშირად, მოსახლეობის ყოფით ცხოვრებაშია შეჭრილი.
გრანოზანით ინტოქსიკაციის დროს, ადამიანი იღებს ფაფას, რომლის მარცვლები შენაწამლავია. ბავშვს მისი რამდენიმე მარცვალიც მოწამლავს სუფში გამოყენებული. ამ ინტოქსიკაციას ახასიათებს კიდურების დაბუჟება და ეწ ძარღვის გაკვანძვა . მაგნიუმის, კალიუმის და სხვა ნივთიერებების მძლავრი ნაკლებობა და შედეგად ვენის ანთება და თრომბოზები , რომელთა ერთი მკვეთრი გამოხატულებაა ნერვის გაკვანძვის შეგრძნება, კი არის ამ დროს მიზეზი. მაგრამ სათავო მიზეზი, გრანოზანი ან სხვა ტოქსინია.
ჩვენში მედიცინის ყველაზე დიდი პრობლემა საერთი ჯამში ისაა, რომ მიუხედავად ერთეული უნიკალური ექიმებისა, ძალიან ხშირად არ ხდება დაავადების რეალური მიზეზის დადგენა და ამის გამო უშედეგო მკურნალობებია. ეს თემა ადრეც განვიხილე დაწვრილებით. ანუ რა წამლავს ადამიანებს ჩვენს პირობებში ყოველდღე, რომლებიც იწვევენ დაავადებებს. გამოუცნობი მიზეზები კიბოსკენ გახსნილი გზაა. ხშირად ამ ინტოქსიკაციების, ცალკეულ ჩივილებად გამოყოფა და სხვა დაავადების თერაპიულ არეალში შეტანა ხდება. ყველაზე ხშირად, სხვადასხვა ნეიროპათია და ფსიქოპათია დიდ პროცენტში გამოწვეულია ამ მომწამლავი ნივთიერებებით ინტოქსიკაციით. ასევე, ღვიძლის დიდ პრობლემებს ყოვლთვის აქვთ ტოქსიკური ფონი.
პოლიციკლური ნახშირწყლები——ისინი ოფიციალურადაა შეტანილი კიბოს წარმომქმნელთა ჯგუფში. ყველაზე მეტად ესენი მიიღება —–მანქანების გამონაბლოქვიდან და გვიან დაცლილი სანაგვეები დან. მათგან დიფუზირებული ნივთიერებები ადვილად ისრუტებიან——–ხორცში, თევზში, ბოსტნეულში, მწვანილში, ხილში . ესენი ნაკლებად აზიანებენ, როცა პროდუქტი ახალი და შეუბოლავია. მოხარშვისას იშლებიან გარკვეუწილად. შებოლილი პროდუქტები აუცილებლად მოხარშეთ .ამ უკონტროლო ქვეყანაში , მომწამლავი ნივთიერებების კატასტროფული ტემპით და სიხშირით გამოყოფაც რომ არ ხდებოდეს, შებოლილობის ჯანსაღი სტანდარტიც საეჭვოა. ბოტულიზმის შემთხვევებზე არაერთხელ გსმენიათ.
ამერიკელი მეცნიერების დასკვნით 100 გრამ შებოლილ ძეხვში იმდენი სასიკვდილო ნივთიერებაა, რამდენიც 10 კოლოფ სიგარეტში. ერთი შპროტი ს ქილა იმდენ შხამს შეიცავს, რამდენსაც 100 კოლოფი სიგარეტი.
კიბოს რისკს ქმნის ნიტროზო ნივთიერებები .ისინი არიან–კონსერვებში, მწნილებში, ლუდში. ისინი ნიტრატების და ნიტრიტების სახეობებია. ჩვენთან, თითქმის , აღარ იყიდება სასუქის გარეშე გამოყვანილი ბოსტნეული. ისინი გაჯერებულია ნიტრატებიტ. ნიტრატი პირდაპირი მიღებით ისე არ გწამლავს , როგორც ბოსტნეულიდან. ბოსტნეულში ის ნიტრიტად გადაიქცევა და უკვე კიბოს უშუალო წყაროა. ასეთი ხილი და ბოსტნეული , უმაცივროდ გაჩერებული, სწრაფად წარმოქმნის კიბოს წარმომქმნელ ნივთიერებებს. ყველაფერი შებოლილი და დაკონსერვებული——- აკუმულირებას უკეთებს კანცეროგენებს.
უკონტროლო საცხობებმა ადამიანების ჯანმრთელობა მასიურად დააზიანა. დილას ჩასხმული ზეთით , მთელი დღე იწვება ღვეზელები. თუ სადილს დიდ ქვაბში გააკეთებთ, პატარაში გააცხელეთ. ერთხელ გამონაყენები ზეთი, უკვე კანცეროგენია კიდევ გამოყენების დროს. პროდუქტები რომლებიც ჭარბ ამინომჟავებს შეიცავენ, რამდენიმე ჯერ გაცხელებას არ ექვემდებარებიან. მაგალითად, ისპანახი , რომელიც სიცოცხლის წყაროა თავისი უნივერსალური ამინომჟავური შემადგენლობით, დაუშვებელია მისი ღვეზელი გამოცხვეს. ამიტომ არის ოდითგან მიღებული , პირველი ხარშვის შემდეგ ,მისგან მხოლოდ ფხალის კერძი. მისი ხელმეორედ ცხობა და წვა კონცეროგენების ბუდეა. ისპანახის ღვეზელების კეთება უკვე აითვისეს საცხობებმა. ნიტროზო ნივთიერებები ნებისმიერი ორგანოს კიბოს წარმოშობაში მონაწილეობენ. ა რა მარტო ლობიოს და ხორცს, ბოსტნეულსაც პირველი ნახარში უნდა გადაუღვაროთ. რადგან , პირველი წვენი სავსეა ნიტრიტებით.
პარეზები, დამბლები ძალიან ხშირად ამ ტიპის ინტოქსიკაციების გამოა. ფსიქონევროლოგიური დაავადებების იმდენად დიდი პროცენტია ამ ნივთიერებებით გამოწვეული, რომ თუ ფსიქიატრი თავად ვერ საზღვრავს რეალობას, მისმა პაციენტმა აუცილებლად უნდა გაიაროს ტოქსიკოლოგიური კვლევა. მაგალითები ვიცით, ღვიძლის ინტოქსიკაციით ფსიქიატრიულში მოხვედრილან ადამსიანები.
4—–რამდენიმე ფუდი , ამერიკული და ევროპული ნიტრიციოლოგიის , უკანასკნელი, უახლესი სამეცნიერო ცდებისა და დაკვირვებების მიხედვით, რომლებიც სახსრების , თუნდაც რევმატიული განწყობის მდგომარეობას მკვეთრად აუმჯობესებენ. სახსარში ვგულისხმობ , არა მარტო მუხლის და მხრის სახსარს, არამედ——-მაჯის, ყბის, ხერხემლის და სხვა. სახსრების პრობლემისას — კონკრეტული ინდივიდუალურად დაცემული მინერალებით შევსება , მდგომარეობას მექანიზმში აუმჯობესებს- 1——კომბოსტო 2—–ორაგული 3——-ზეთისხილის ზეთი 4- თხილეული 5-მორინგას პუდრა, ექიმის მიერ დოზირებული. მორინგა 10 მეტრიანი მცენარეა. ხარობს——–მექსიკაში, ინდოეთში, ფილიპინებში, შრი-ლანკაში. ანუ სუბტროპიკულ და ტროპიკულ ზონებში. სახსრების ტკივილის დროს განსაკუთრებული დამხმარეა. 6—-ორეგანო. შეიძლება თავშავას სახითაც. საუკეთესოა ორგანოს და თიამის კომბინაცია , ექიმის მიერ დოზირებული .ორეგანო და თიამი შეიცავენ——ქოლინს, კარვაკროლას. მათ და ასევე როზმარინს, ლეიკოტრინიების დაბლოკვის ძლიერი უნარი აქვთ. ისინი ანტიინფლამანტები არიან. ანუ ქრონიკულ ანთებებს აცხრობენ. პირდაპირ და მუდმივ რეჟიმში ნადირობენ ლეიკოტრინიებზე. ლეიკოტრინიები იწვევენ უმძიმეს , ქრონიკულ ანთებებს. ისეთ ანთებებს, სიმსივნემდე რომ მიდიან. კუჭ-ნაწლავის, სახსრების დაავადებების და რევმატიული ართრიტის დროს მათი დომინანტობაა. მსოფლიო მედიცინაში ლეიკოტრინიების დამბლოკავი ყველა მცენარე—- კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტად ითვლება. ისინი იმუნიტეტის მძლავრი სტიმულატორები არიან. თუ თქვენთვის ექიმს, თავშავა ან როზმარინი დაუნიშნია, რომელიც ჩვენს პირობებში ადვილად ხელმისაწვდომი და ძალიან იაფია, ჩათვალეთ , რომ ის თქვენს იმინიტეტზე დარდობს და აზროვნებს. რადგან, ლეიკოტრინიების მომატების დროს იმუნიტეტი დეგრადირებულია. უკვე ბევრ მაგალითებს ვნახულობთ, სახსრების მოდუნების გამო ღეროვანი უჯრედების გადანერგვის. ასეთ პაციენტებს ლეიკოტრინიები , ასევე სხვა აგრესიული იმუნური პარამეტრები მომატებული აქვთ და ისინი ონკო რისკებს მიეკუთვნებიან. საერთოდ, მათ მკურნალობაში, ისევე როგორც ყველა სახსრის პრობლემით შეწუხებულში, მაგისტრალური სასიცოცხლო ხაზი, ყოველთვის ლეიკოტრინიების ბლოკირების მცდელობები უნდა ყოფილიყო. 7—–შავი ნიგელის ყვავილის თესლის ზეთი. ის ახდენს სხვადასხვა ინფექციების, სახსრების ანთებების პროფილაქტიკას და მკურნალობას. ასევე ლიმფის, სისხლის, ღვიძლის, არტერიების და სისხლძარღვების დეტოქსებს. ინიშნება ექიმის დოზირებით. შეიცავს თიმოქინონს, რომელიც აჯანსაღებს ფარისებრს, ფილტვებს, ჯირკვლებს , სახსრებს, რადგან მათ დეტოქსიკაციას აკეთებს და ძლევამოსილი ანტიოქსიდანტია. მიიღეთ ექიმის კონტროლით. ბევრჯერ აღმინიშნავს, ანტიოქსიდანტები უშლიან ხელს კიბოს უჯრედების შემოდინებას ორგანიზმში. ეს ინფორმაცია უკიდურესად სასიცოცხლოა სახსრებით და ქრონიკული დაავადებებით დაავადებულთათვის. გაიაზრეთ და აუცილებლად გამოიყენეთ. ბუნებამ შეგვქმა. როცა ქიმი ური ვარიაციები მეტი აღმოჩნდა ორგანიზმებში , ვიდრე ნატურალური და ბუნებრივი, ეს დიდი დარტყმა გახდა ამინომჟავების გრაფიკაზე და მათ ბიოქიმური ჯაჭვებზე, სადაც წინასწარ ჩაწერილია ადამიანის მთელი სასიცოცხლო ხაზი. ამიტომ დაეცა მასიურად იმუნიტეტები და დიდი სიხშირით გავრცელდა დაავადებები.
5— ნებისმიერ ასაკში ასთმის შეტევის დროს, რომლზეც დახმარება ჩვენში, ხშირად არაადექვატურად და მოძველებულად ხდება, გარკვეულ დონეზე არის——-პოლიორგანული უკმარისობა. განსაკუთრებით———-ღვიძლის ,პანკრეასის და ფილტვის. დაბლოკილია ბევრი ფერმენტი, რომლებიც ამ დროს რეაქციებში ვერ შედიან. ასევე , განსაკუთრებოთ იბლოკება ენ აცეტილცისტეინის ცვლის ბიოქიმიური რეაქციები.
6-გაქრონიკულებული რინიტი, ალერგია, ასთმა, ეგზემა, ფსორიაზი, დერმატიტი, სისხლის პრობლემები, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, იმიტომ არის, რომ ვერ ხდება ჰისტიდინის ურთულესი ცვლების მართვა. ეს დეტლურად ავხსენი ჰისტიდინზე სტატიაში .თუ შეინარჩუნებ ჯანმრთელ ჰისტიდინს , ის არ გადაიქცევა ჰისტამინად. მაშინ არ იქნება – არც ასთმა, არც ასთმური ბრონქიტი, არც რინიტი , ალერგიები , კანის გამონაყრებით მიმდინარე დაავადებები. არ იქნება ანაფილაქსიები. ყველა ალერგიის მთავარი ბაზისი —— ჰისტამინად გადაქცეული ჰისტიდინია. ნებისმიერი ორგანოს სისხლდენა ჰისტიდინის ცვლის მოშლით იწყება. ამ ცვლის მოშლის დროს ლეიკოციტები დაბალია , რადგან მოშლილი ჰისტიდინის პირობებში, სისხლში ყველა ბიოქიმიური პროცესი მოშლილია და მას ლეკოციტების და შესაბამისად იმუნიტეტის შექმნის უნარი არა აქვს. ბავშვის განვითარება შეფერხებულია პრობლემური ჰისტიდინის პირობებში. ადამიანები ეწამებიან კუჭ-ნაწლავის დაავადებებით—-რეფლუქსებით, წყლულებით, პანკრეასის და ღვიძლის დაავადებებით, დიზბაქტერიოზით და სხვა . ასეთი პაციენტის დანიშნულებაში ჩემთვის მკურნალობის პრი ორიტეტი , ჰისტიდინის ცვლის აღმდგენი პრეპარატებია . ეს ცვლა თუ დარღვეულია, ადამიანის იმუნიტეტი, თითქმის ნულია. ამ პროცესის სიცოცხლისკენ შემობრუნებას ბევრი სამკურნალო ეტაპი სჭირდება. მაგრამ ყოველი დღე სწორი დანიშნულების, სიცოცხლის გახანგრძლივებაზე მუშაობს. ალერგიული ტიპის დაავადებების—- ალერგიების, დერმატიტების, რინიტების , ასთმის, ფილტვის დაავადებების და სხვა ასეთი დარღვევების დროს, ყველაზე პრობლემური რგოლი ლორწოვანი გარსებია. სადაც მიდის სასიცოცხლო იმუნოლოგიური რეაქციები, რომელთა მიმდინარეობა წყვეტს დაავადების ხანგრძლივობას და საერთოდ ადამიანის სიცოცხლის წლების რიცხვს . ყველა, ლორწოვანი გარსების ანთების მთავარი მიზეზი, მოშლილი ჰისტიდინის ცვლაა. თითქმის ყველა, მძიმე და ქრონიკული დაავადებების დროს, იმუნოლოგიური პარამეტრების მსხვრევა ლორწოვან გარსებში მიმდინარეობს. სისხლის ყველა დაავადებაში, მოშლილი ჰისტიდინის ცვლა ბატონობს .მოშლილი ჰისტიდინი ქმნის მუტანტურ ფერმენტებს. ნებისმიერი მძიმე დაავადება რომელიმე ფერმენტის მოშლით იწყება. კიბო არასოდეს დასტატუსდება, თუ ფერმენტების გარკვეული რიცხვი არ დეგრადირდება. ჰისტიდინის ბიოქიმიური რეაქციების მწვავე დარღვევის ფონზე იწყება შაკიკის შეტევა. რადგან , ჰისტიდინი ქმნის გასტრინს და ტრიფსინს. გასტრინის და ტრიფსინის ცვლების მომენტალური დაბლოკვა , მთავარი ბიძგია შაკიკის შეტევის. ამ მომენტში კუჭ–ნაწლავის ბიოქიმია სიცოცხლისთვის შეუფარდებელ რეაციებს განახორციელებს. ხოლო შაკიკის შეტევა, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამ სასიკვდილო რეაქციების განბლოკვის მცდელობაა. იგივე მექანიზმებია , ჰემოროის გამწვავების, დერმატიტების, ალერგიების , კუჭ-ნაწლავის , პანკრეასის გამწვავებების, სისხლდენების და ვენური და თრომბული პრობლემების გ აძლიერების დროს. გამონაყარი, რომლის დაფარვას და უკან შებრუნებას ცდილობთ მალამოებით, ამ პათოლოგიური ,მკვლელი , გაუკუღმართებული ბიოქიმიური რეაქციებიდან გამოყოფილი მომწამლავი ნივთიერებებია, რომელიც აპოპტოზმა და ჯერ კიდევ მებრძოლმა იმუნიტეტმა გამოაძევა და ადამიანს სიცოცხლის გახანგრძლივებას შანსი მისცა. ამიტომ აქვს მალამოს სწორად გამოყენებას , თითქმის, სასიცოცხლო მნიშვნელობა. შაკიკის შეტევაც განტვირთვა ა , ინსულტის მაპროვოცირებელი ნივთიერებებისგან. ცუდია, ,მტკივნეულია, მაგრამ ამ მომენტში სიცოცხლისთვის ბრძოლაა. რინიტის დროს ცხვირის გაჭედვაც სასიკვდილო ნივთიერებების პერიფერიაზე გამოსვლაა. რადგან, თუნდაც, მარტივი წვეთების ჩაწვეთების შემდეგ გამოსული ლორწო, იმუნიტეტის მკვლელებისგან ნაწილობრივი და დროებითი განთავისუფლებაა. მაგრამ ამ დაავადებების არასწორი მკურნალობა და გახანგრძლივება, ჰისტიდინის კიდევ უფრო დეგრადირება და სიცოცხლის დღეების შემცირებაა. ეს შეტევები, მხოლოდ სიცოცხლის ხანგრძლივობის გადავადებაა. მარტივად და ყველა მხრიდან უკვე მერამდენეჯერ ვცდილობ ავხსნა ,როგორ უმცირდებათ ადამიანებს სიცოცხლის დღეები. რადგან, ხშირად არ ხდება მთავარ მიზეზზე აქცენტირება და პრიმიტიული მეთოდებით ხდება ამ დაავადებების არა თუ მკურნალობა, არამედ დროებითი კვალის წაშლა. კუჭის სიმჟავის მორჩენის გასაღები ჰისტიდინშია. ქრონიკულად დანიშნული სიმჟავის ცნობილი პრეპარატები, ჰისტიდინის კიდევ უფრო დეგრადირებას იწვევენ. სიმჟავის ასე დაგდება კიბოსთვის კარების გაღებაა. რადგან სიმჟავი ს აწევა იმუნობიოლოგიური ბრძოლაა, შემოსული მავნე აგენტების, მათ შორის კიბოს რადიკალების შესაბოჭად. წყლული, ჰემოროი, გასტრიტი, ყაბზობა, პანკრეასი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, სისხლის დაავადებები, დიზბაქტერიოზი, სიმჟავე, ნაწლავების ყველა დაავადება, ალერგიები, ასთმა, ალცჰაიმერი,რინიტები, რევმატიული და სხვა ტიპის სახსრის დაავადებები— არასოდეს მოგირჩებათ ჰისტიდინის ცვლის მართვის გარეშე. ჰისტიდინის ცვლის აღდგენის გარეშე მკვდარია კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელი მომავალი . დერმატიტების 80 პროცენტის მექანიზმია—– მოშლილი ჰისტიდინის გამო, ღვიძლში უროკანის მჟავა დ გარდაქმნა აღარ ხედბა , კანში გროვდება და დერმატიტის სურათს ქმნის . მოშლილი ბიოქიმიური რეაქციები რომ შეცვალოს ექიმმა, ამისთვის დრო სჭირდება .ეს არის არადეტალური , მაგრამ რეალური სურათი იმის, თუ რა უსარგებლო მკურნალობები მიდის ბევრ შემთხვევაში. მაღალი რანგის ექიმი კი, ამ დარღვეული რეაქციების დალაგებას ახდენს, ყველა ბიოქიმიურ რგოლზე დაკვირვებით . რეაქციების სწორი რეგულირება მალე ვერ მოხდება, რადგან რეაქციების ფიზიოლოგიურ რეჟიმში გადასვლა დროს მოითხოვს. ქიმიური მედიკამენტები ამ სურათის მიმალვას და დროებითი სიცოცხლის ეფექტს ქმნიან. ხოლო ვეგანური ნივთიერებები ამ პროცესების თავდაპირველ სურათს აღადგენენ, ოღონდ თანდათან. ეს სწორი მიდგომაა ,რადგან ადამიანი ნატურალური ფორმულაა ბუნების მიერ შექმნილი. ექიმმა ათასობით ბიოქიმიური რეაქცია ნატურალურ კალაპოტში უნდა დააბრუნოს. კიდევ უამრავი თერაპიული სასიცოცხლო დეტალია. რომლებიც მაღალი კლასის მედიცინაში დადასტურებულია. მაგალითად ელენთა, რომ უკვე ამოსაკვეთი და უვარგისია, იქ ჰისტიდინის ცვლა უკვე მკვდარია. თუ მართავთ ჰისტიდინის ბიოქიმიურ რეაქციებს და ჰისტიდინს არ გადააქცევთ ჰისტამინად, არცერთი ალერგია არ იქნება. ჰისტიდინის მოშლის გამო ფერმენტების გრაფიკული ფორმულები მახინჯდება ბიოქიმიურად და თითოეული დეგრადირებული ფერმენტი, უკვე რომელიმე დაავადების შეტევის გამოხატულებაა, მაგალითად შაკიკის. ამიტომ ექიმმა უნდა იცოდეს, რომელი დაავადების დროს რომელი ამინომჟავის მოშლაა და შესაბამისად, რომელი ფერმენტის დაზიანებაა. ასევე უნდა იცოდეს, ამ ფონზე რომელი ნივთიერებები ეცემა ან პათოლოგიურად მატულობს. პარაზიტები ,ბაქტერიები და მავნე სოკოები, მუდმივ რეჟიმში ცდილობენ ჰისტიდინის ბიოქიმური რეაქციების დამახინჯებას და მათ—— ჰისტამინის შემქნელ რეაქციებად გადაქცევას. ყველაზე მყარად და უარყოფითად ეს პროცესი კუჭ-ნაწლავში, ძვალში და სახსარში მიდის. ამიტომ ხდება კიბოს შემოდინება , მეტად ამ გზით. სეროტონინის სინდრომი, რინიტი, ეგზემა, სახსრის ანთება, დერმატიტი, მომენტალური კუჭის აშლები, შაკიკის შეტევა, ტინიტუსის გაძლიერება, ოდნავ მომატებულ წნევაზე თავის ტკივილი, რეფლუქსების გამწვავება, შეშუპებები, დაურეგულირებელი სიმსუქნე, მაღალი შაქარი ,მძიმე მეტალების ჩალაგება; ბავშვის წონაში ჩამორჩენა; პარეზები ,ასთმის შეტევა, ფილტვების მძიმე ანთებები, ბავშვების გონების შეფერხება ;ქრონიკული რინიტი და ბევრი კიდევ მსგავსი თერაპიული პათოლოგიური აფეთქებები, სიგნალია ბუნებისგან, რომ ადამიანის სიცოცხლე ფიზიოლოგიური რელსებიდან აცდენილია და რეალურ შველას ითხოვს . ამისთვის ამინომჟავების ცვლები უნდა დარეგულირდეს. უპირველესად— ჰისტიდინის. რადგან, მასზე ბევრი სასიცოცხლო პროცესია დაყრდნობილი. ჰისტიდინზე ადრე სტატიაში დეტალურად გესაუბრეთ. მაგრამ, ისევ ვკვეთავ ამ სასიცოცხლო მომენტებს.
6-დამბლის და პარეზების დროს რა ხდება ადრე დეტალურად ავხსენი მექანიზმებით . ამ დროს გარკვეული ნივთიერებები ეცემ ა და ზოგი პათოლოგიურად მატულობს. განსაკუთრებიოთ პრიორიტეტულია სილიციუმის ცვლაზე დაკვირვება, რომლის სწორი მართვა დაგვიანებულ დამბლასაც აღადგენს, სხვა პარამეტრების მოწესრიგების ფონზე. როგორც ხშირად გიხსნით, მიოგლობინი ეს არის კუნთის ჰემოგლობინი. მიოგლობინს ჰქმნის ჰისტიდინი. ჰისტიდინის ცვლის რეაქციები ნორმაში თუ ვერ მიდის, დამბლა პროვოცირებულია. მიოგლობინი რომ დაბალია, მოსალოდნელია—- სახის პარეზი, ბავშვის წონის მომატების გაძნელება; ადამიანის მწოლიარე მ დგომარეობის გახანგრძლივება, კიდურების კუნთური სისუსტეები და დამბლები . რა თქმა უნდა მიზეზი ყოველთვის კომბინაციურია. თუმცა გამოიყოფა წამყვანი მიზეზები. კუნთის ცილები საბოლოოდ იშლებიან, როცა იოდის და სელენის ცვლა დარღვეულია.
7—–გახანგრძლივებული დაბალი, თუნდაც პერიოდული და იშვიათი ტემპერატურების დროს, ასევე გამორიცხეთ აპლასტიკური ანემია. ამ დროს ახალი სისხლი ვერ წარმოიქმნება და თუ გამომწვევი ზუსტად ეს არის, მაშინ დაბალი ტემპერატურების გახანგრძლივება მძიმე დაზიანებებამდე მივა. ნუ დაუჯერებთ მენტალურად არამყარ პერსონებს , რომლებიც სუბფებრილური ტემპერატურების დროს დროს გეუბნებიან ნევროზი გჭირთო. ეს არც თუ ისე იშვიათი შემთხვევებია და იბრძოლეთ სიცოცხლისათვის. მცირე დაგვიანების შემთხვევებშიც, ძვლის ტვინის გადანერგვის აუცილებლობაა. შეიძლება, შედარებით ნორმული იმუნიტეტის ფარგლებში ეს პროცესი ათეულობით წლები გადავადდეს და ადამიანი ცოცხალი იყოს. მაგრამ, 50 ან 60 წლიდან მას ამ ფონზე , ქრონიკული, სხვა მძიმე დაავადებებიც გამოუვლინდება.
8——-ერთხელ კიდევ, ამჯერად უმარტივესად ავხსნი ამ ფაქტორს. რადგან, ამით დავიცავ უამრავი ადამიანის სიცოცხლეს, რომელსაც აუცილბლედ ემუქრებათ მისი შეზღუდვა. ავხსნი ყოველგვარი ბიოქიმიური რეაქციების და ფიზიოლოგიური პროცესების განმარტების გარეშე. რადგან, ეს ფაქტორი არის უეცარი და ასევე ნებისმირი ტიპის სიკვდილის მიზეზი. ეს ფაქტორი დევს ყველა მწვავე თუ ქრონიკული დაავადების მექანიზმში და წამყვანია. ამ ფაქტორზე დგას ადამიანის სიცოცხლე. შეშუპებაზე სტატიაში ყველა დეტალი და მექანიზმი განვიხილე. ასევე, მუცლის შებერვის რეალური სასიკვდილო მექანიზმები ბევრჯერ განვიხილე. მაგრამ , დღეს უფრო დეტალურად და გასაგებად მიგახვედრებთ სიცოცხლის რეალურად შემზღუდავ ამ მიზეზზე . წყლის დალევა საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა. ამას მოგიწოდებენ ხშირად. მაგრამ, სამედიცინო პრობლემის გადაწყვეტის მაღალი კლასი მდგომარეობს, მის ინდივიდუალურ გააზრებაში , დეტალურ ცოდნაში, თანამედროვე მსოფლიო სამეცნიერო სტანდარტებთან შესატყვისობაში და ეს, პრაქტიკაში ბევჯერ უნდა ენახოს ექიმს წარმატებულად. სხვისი ნათქვამის და დაწერილის გადამღერება თუთიყუშსაც შეუძლია. მოგიწოდებენ დალიეთ ბევრი წყალი. ბევრი წყლის დალევა, მხოლოდ კლასიკური ჯანმრთელობის ადამიანს შეუძლია. ნებისმიერი რამ, ადამიანს იმდენი სჭირდება, რასაც მისი ფიზიოლოგია ითხოვს. ექიმის გარეშე, ის ამას ზომიერებით განსაზღვრავს. დღეს ,ეკოლოგიურად არასტაბილურ გარემოში, უკიდურესად გავრცელებულია ვენური შეშუპების პრობლემა და ის მთავარ მკვლელად იქცა. ეს ნებისმიერი დაავადების წამყვანი მექანიზმია. თუნდაც მაშინ ,როცა გაციებული ბავშვს ყლაპვის დროს ყელი ტკივა. ერთი მთავარი პრობლემა ამ დროს , ვალდეიერის რგოლის ვენური შეშუპებაა. უამრავი შემთხვევა ყოფილა ჩემს პრაქტიკაში, როცა ადამიანებმა მომმართეს მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილებმა, რომლებმაც მოდური მოწოდების საფუძველზე დილით უზმოზე ერთი ლიტრი ან ცოტა მეტი წყალი დალიეს. მათ აღენიშნებოდათ——–გულისრევის შეგრძნება; 140 მდე წნევა ,დიასტოლური წნევის დომინირებით ,მაგალითად , 85 ან 90 ან 100, ასევე ტაქიკარდია. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ძლიერი დისკომფორტისგან ჰქონდათ სიკვდილის შეგრძნება. ეს არის ზედმეტი სითხით მიღებული მწვავე ვენური და გულის უკმარისობები, როცა ფონად—–უმართავი და დაუდგენელი გულის და ვენური— ლატენტური, ქრონიკული უკმარისობებია. უნდა გამოვიდეთ ძველი შაბლონებისგან და ვიცოდეთ , რომ გულის უკმარისობა , არ არის მხოლოდ ქოშინით და ტკივილით გამოხატული და ადამიანი შეიძლება სიკვდილის რისკის წინაშე დადგეს, როცა მხოლოდ დისკომფორტს განიცდის. ხშირად ამიტომ ხდება უეცარი სიკვდილები. რადგან, ბევრს ჰგონია, რომ ადამიანის სიცოცხლის საშიშროება, მხოლოდ მწოლიარე და ტკივილის პოზიციიდან ხდება. დისკომფორტების იგნორირება და არაზუსტად შეფასება , ხშირად დაჩქარებული სიკვდილის მიზეზია. ასევე, იმ დახავსებული შაბლონიდანაც უნდა გამოვიდეთ, რომ ნებისმიერ ასაკში ყველა გულისრევის შეგრძნება, მხოლოდ კუჭ-ნაწლავთან არის დაკავშირებული. გულისრევის ,თუნდაც ტრანზიტორული შეგრძნება, უპირველესად პანკრეასის მწვავე უკმარისობის და ასევე გულის მწვავე უკმარისობის რაღაც ხარისხია. გულის უკმარისობა ბუნებაში არ არსებობს—– კუჭ–ნაწლავის, უფრო სწორად პანკრეასის ფერმენტების უკმარისობის გარეშე. ვაგრძელებ გადაჭარბებული წყლის მიღების გართულების განხილვას. თუ ადამიანს ამ დროს ნაღვლის ბუშტის პრობლემის ფონი აქვს და შესაბამისად ღვიძლის, ასეთი სტატუსი მისთვის შეიძლება სასიცოცხლოდ სახიფათო აღმოჩნდეს. რადგან, საერთოდ, როცა ადამიანს ქრონიკულად , ნაღვლის ბუშტის პათოლოგიური ფონი აქვს, მის ორგანიზმში თრომბწარმოქმნა მუდმივად და ინტენსიურად მიმდინარეობს. შესაბამისად, მის გულ-სისხლძარღვთა სისტემაში, ვენური შეშუპების და შეგუბების, მუდმივი ლატენტური ფონია. არ არსებობს ნაღვლის ბუშტით, თუნდაც მსუბუქად შეწუხებული ადამიანი, რომ მას ჯანსაღი ვენური სისტემა ჰქონდეს. ანუ ღვიძლით და ნაღვლის ბუშტით დაავადებულებში, გულის უკმარისობის რაღაც ხარისხი მუდმივად მიმდინარეობს. მითუმეტეს, ვენური უკმარისობა. ამიტომ ხდება ასეთ ორგანიზმებში , მცირედ მომატებულ წნევაზე ამდენი დისკომფორტები. ანუ———130 ან 140 წნევაზე შეწუხებულ ადამიანებს, ლატენტურად აღენიშნებათ გულის, ღვიძლის და ვენური უკმარისობების რაღაც ხარისხი . ოდნავ მომატებულ წნევაზე ძლიერი დისკომფორტი, მოსახლეობაში ძალიან გავრცელებული და სახიფათო სინდრომია. ამის გამშიფრავი ექიმი ძლიერი მცოდნე უნდა იყოს ყველა , შესაბამისი ბიოქიმიური მექანიზმის, რაც სამწუხაროდ იშვიათია. ზუსტად ამ ფაქტის მექანიზმი ბევრჯერ აგიხსენით და ეს სინდრომი დიდი ხანია მტკიცედ დადასტურებულია თანამედროვე მედიცინაში. სახიფათოა, სიკვდილის ასეთი რისკების ნევროზად შეფასება. ძლიერი და ჯანმრთელი ვენური სისტემის ადამიანს , ფიზიკურ დატვირთვაზე წნევა 150იც რომ გაუხდეს, ის მას არ შეაწუხებს. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები ბუნების იშვიათობად იქცნენ. ასეთი ვენური უკმარისობის ფონზე, ყოველთვის არის რაღაც დაავადება. მაგრამ, დღეს თითოეულ ადამიანში, იმდენად დიდია დაავადებების რიცხვი, ყველას დადგენა , თუ მედიცინის მაღალი რგოლი არ არის , ძალიან ხშირად არ ხდება. ასეთი პრობლემური ვენა ანატომიურად და ჰისტოლოგიურად თანდათან სუსტდება და სიცოცხლის შეზღუდვის რეალური ფონი ხდება . ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს ფიზიოლოგიური და ჰისტოლოგიური პროცესებია და რადიოლოგიურ კ ვლევებზე ხშირად ეუბნებიან ———– რომ ვენური პრობლემა არ არის. რადგან ,შიგა ვარიკოზები, თრომბული ფაქტორები და საერთოდ დარღვეული ვენური ჰისტოლოგია, მხოლოდ ბიოქიმიური გზებით დგინდება. ფარული, შიგა ვენური შეშუპება ადამიანის ყველაზე მთავარი და ჩუმი მკვლელია და ყველა ორგანოს გადამგვარებელი. არ არსებობს წნევის, თუნდაც 140 მდე პრეცენდენტი, ვენური შეშუპების გარეშე. არ არსებობს , თუნდაც ბავშვებში ,თუნდაც ახალშობილებში მუცლის შებერვა ვენური შეშუპების რაღაც დონის გარეშე. ეს პოსტულატია——-რა სიმტკიცისაა ვენის კედელი, ისეთივე ჯანმრთელობა აქვს ადამიანს. ბევრჯერ ავხსენი- ვენის კედლის ბიოქიმია, რთული რეაქციების ჯაჭვია . უკიდურესი დამზიანებელი და პრიმიტიულობაა , ვენის და თრომული პრობლემების მკურნალობა გამათხიერებლების გრძელი კურსებით. პროტეინ ცეს და ფილოქონონის მექანიზმით აგიხსენით, რომ რაც უფრო გათხიერებულია სისხლი, შეიძლება მით მეტ თრომბულ კონგლომერატებს შეიცავდეს. სისხლის გათხიერება არ ნიშნავს თრომბის არარსებობას. ვენის თრომბოზის პარალელურად, იგივე პათოლოგიური პროცესები გამოხატულია არტერიის და სისხლძარღვების კედლებში. იმ განსხვავებით, რომ ისინი დიდნახანს ეგუებიან პრობლემებს. ხოლო ძლიერი ვენური უკმარისობა უცებ ხდება სიკვდილის მიზეზი. თრომბული აქცენტების კვლევაზე ეს არ გამოიკვეთება და მექანიზმის არმცოდნეს პაციენტი სასიცოცხლო შეცდომაში შეყავს. რადგან, ეს არის———— ვენის კედლის შრეების ბიოქიმია. რაც მედიცინის მეცნიერებში კარგად შესწავლილია. ეს ბიოქიმიური ანალიზებით და თერაპიული შტრიხების გაანალიზებ ული დასკვნებით იანგარიშება. გაფაშრებული ვენა უფრო სწრაფი მკვლელია, ვიდრე გაფაშრებული არტერია ან სისხლძრღვი. თავში ანევრიზმით ხან ადამიანი 40 წელი დადის და არ სკდება სისლძარღვი დიდხანს. მაგრამ, ვენის შეშუპება-შეგუბების მცირე მექანიზმის დარღვევის დროს კი დაავადებები მწვავდება ან ადამიანი უეცარი სიკვდილის რისკის ქვეშ დგება. არტერიის კედლის ფორმის, თუნდაც მინიმალური ცვლილება, მისი ჰისტოლოგიური და ანატომიური დეგრადირება, როგორც ხშირად გეუბნებით——-უამრავ დისკომფორტებს ქმნის, ესენია ——წნევა, თავბრუხვევა , გულის შეტევა, ტინიტუსის ხმის გაძლიერება ,ნაწლავის დივერტიკულის გამწვავება, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, ნაწლავების სპაზმი და ბევრი სხვა. მაგრამ————– ადამიანი არ კვდება. ხოლო , გაფაშრებული ვენა ყველაზე დიდი და სწრაფი სასიცოცხლო რისკია. ყველა მდგომარეობაში, ყველა ,თუნდაც, მცირე დისკომფორტის დროს, ასევე ყველა სასიკვდილო მომენტში, ვენებში არასაჭირო სითხეა შეგუბებული . ადამიანი მით უფრო კარგად გრძნობს თავს, რაც მეტ შარდს გამოყოფს . დილით, თუ მცირე შარდი გექნებათ, იმ დღეს მოსვენებულად და ფრთხილად უნდა იყოთ. საკვები ბევრი არ შეჭამოთ. თხიერი საკვები მიღეთ. პულსი იკონტროლეთ.
ტვინიდან დიდი სასიცოცხლო სიგნალია , ფეხის , თუნდაც კოჭთან ან თვალის ქვედა ქუთუთოს შეშუპება. ამ დროს აუცილებლად დაეხმარეთ თავს, რადგან ვენის სასიცოცხლო ბიოქიმია და ფიზიოლოგია უკვე განსაცდელშია. მისაღები სითხე შეამცირეთ და ექიმს მიმართეთ. ნაწლავების გათავისუფლებას დაეხმარეთ. რაც შეეხება სხეულის მთლიან შეშუპებას, ეს უკიდურესად საგანგაშოა. ამ დროს უპირველესად, გლომერულონეფრიტის ნეფროზული , ძალიან რთული სინდრომი რომ გამორიცხო, მეორე აქცენტი ძალიან დაზიანებულ ——-ღვიძლის პორტულ ვენაზე უნდა აიღო. მითუმეტეს , თუ ბოტკინის დაავადებაა ანამნეზში და ახლა ცე ჰეპატიტია . ასევე გამოსარიცხია, სიცოცხლისათვის ყველაზე საშიში და სასიკვდილო დაავადებები .ამიტომ, თუ ეს რამდენიმე დღეს გაგრძელდა , უკიდურესი მობილიზებაა საჭირო სიცოცხლის გადასარჩენად . თუ გარდამავალი და დროებითია ტოტალური შეშუპება, ადამიანის სიცოცხლისთვის, მიზეზი სასწრაფოდ უნდა დადგინდეს. მთელი სხეულის დროებით ტრანზიტორულ, გარდამავალ შეშუპებაზე ვინც ეტყვის- პაციენტს —— რომ ეს მხოლოდ-ან ჰორმონული დისბალანსისგანაა ან მეტაბოლიზმის რღვევისგან ან სეროტონინის სინდრომისგან, მექანიზმების არმცოდნე ა და სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობაში აგდებს მას. დადგენილია, რომ ეს შეიძლება კიბოს პროდრომის სიგნალი იყოს და რადგან ტრანზიტორულია და გარდამავალი, ორგანიზმს ჯერ კიდევ შეუძლია ექიმის სწორი მიდგომებით ამ პაციენტისთვის კ იბოს აცილება.
თბილისში ბოსტნეულის მაღაზიაში ქალბატონი მწვანე ტყემალს არჩევდა საყიდლად და გამყიდველს ეუბნებოდა. ძალიან მიყვარს მწვანე ტყემლის საწებელი, მაგრამ ჭამის შემდეგ თვალის ქვედა ბოლოები მიშუპდება და ამიტომ ვერიდებიო. ის პირიქით უნდა მოქცეულიყო. ტყემალი ერთი ძლიერი დეზაგრეგანტი და დამხმარეა ვენების და შესაბამისად თრომბული პროცესების. იმ ქალბატომა არ იცოდა, რომ მწვანე ტყემალი ეხმარებიოდა ზედმეტი სითხის გამოძევებაში . პრობლემური ვენებიდან სითხის ნაწილს გამოძევება გაუჭირდა და თვალთან გაჩერდა. თვალის ქვედა ბოლოების შეშუპება დაზიანებული ვენების ნიშანია . ის იმ დღეს უფრო გამოიკვეთება, თუ ფარისებრი ჯირკვლის გამწვავების ფონია და ჯირკვალში იოდის ცვლა, კიდევ უფრო მეტად დაირღვა , რაღაც მოვლენის ან კვების გამო . როცა ტყემლის მიღების შემდეგ თვალი შუპდება ეს იმის დასტურია, რომ პარაზიტები ბევრია ვენურ სისტემაში და ტყემლის მიერ აჩქარებული , მავნე სითხის გამოძევების პროცესი , პარაზიტების ზეწოლის გამო, შეშუპებით კიდევ უფრო ბრკოლდება .
თანამედროვე კვლევების დასკვნებით———-შეშუპებებისკენ ძლიერი მიდრეკილება თერაპიული მარკერია კიბოს მიმღებლობის შანსის. ვენის კედლის ბიოქიმიის აღდგენის გარეშე, არცერთი დაავადება ბოლომდე არ მორჩება. თრომბის მოჭიდება ვერ ხდება ,თუ ვენის კედელი დრეკადია. თრომბის უმრავლესობა სისხლის ნაკადს გაყვება და დაიშლება. გაფაშრებული ვენის კედელი ელეტროლიტების კარგვას ვერ აჩერებს. რაც არის მწვავე უკმარისობების მთავარი მექანიზმი. ვენის კედელი რომ ჯანსაღი არ არის ,სხეულის ენა ყოველთვის მიანიშნებს ამაზე ადამიანს———-ტინიტუსი, შარდის შემცირება, წნევის ნებისმიერ ციფრზე აწევა, შეშუპებები, პულსის სიჩქარე, ასევე ყველა ის დაავადება, რაც ამ ადამიანს აქვს. რატომ იხრჩობიან ზღვაში ან მდინარეში ადამიანები ეგრედწოდებულ პახმელიაზე.? ამის მთავარი მიზეზი არის, წინა დღეს მიღებული და ვერ გამოძევებული ზედმეტი სითხის ყოფნა ორგანიზმში. როცა ამ დროს პრობლემური ვენების ფონია, მწვავე უკმარისობა და გულის გაჩერება ადვილად ხდება. ვენების ყველა ტიპის შეშუპების გართულება იმაზეა დამყარებული, თუ ამ დროს, რა ზომის თრომბია პანკრეასში. სიცხე რომ შემაწუხებელია, ეს არის ვენური და სისხლძარღვოვანი უკმარისობის ბოლო სტადია, ვასკულიტურად გადაგვარებული ვენების და სისხლძარღვების გამო. ბევრჯერ მიმითითებია თქვენთვის—— თუ ჰემოროი ანუ ბუასილი ერთხელ მაინც გქონიათ, ეს ნიშნავს, რომ ვენების დაზიანება, უკვე ბოლო სტადიაშია . რადგან , ბუასილი პოსტულატურად, ეს არის—– სწორი ნაწლავის ვენების ანთება. ახლა დავაკონკრეტებ თანამედროვე ევროსტანდარტით წარმოდგენილ, უახლეს მითითებებს ვენურ შეშუპებაზე. მას ამწვავებს————ხშირი ფრენები თვითმფრინავით; სიმსუქნე, სითხისგან გამოშრობა ან ზედმეტი სითხე; ცილების ნაკლებობა; ამინომჟავების ფიზიოლოგიური დეზორგანიზაცია; ქრონიკული ანთებები; დიაბეტი , არასწორად ნამკურნელები დაავადება- წნევა; ფსორიაზი, ართრიტი, დერმატიტი და ალერგიები; თირკმლის და ღვიძლის პრობლემა; არტერიების ფორმის ცვლილება ;გულის სარქვლის თუნდაც უმცირესი გადახრა ; სტეროიდები, არასწორად დანიშნული მედიკამენტები . რისკ ფაქტორებია——-მჯდომარე სტილი; ცხელი ჰაერი, დიეტები, სოდის მიღება და სოდით მდიდარი კვება ანუ მეტად რძის პროდუქტების მიღება ;ლიმფური კვანძების არასწორად გადაჭრილი პრობლემები ან მასზე ოპერაციები; არასწორად მართული ფარისებრი ჯირკვალი, ამინომჟავა თიროზინის ცვლის მუდმივი კონტროლის გარეშე ,რომლის დროსაც იოდის სწორი შეწოვა და მოხმარება ვერ ხდება და თრომწარმოქმნის და ვენების დეგრადირების მაქსიმალური ფონია ; ფილტვის ემფიზემა ;ორსულობა ;ხელოვნური, არაჯანსარი არანატურალური კვება; კენკროვანების და ბოსტნეულის დეფიციტები კვებაში, შესაბამისად, მინერალების დეფიციტი ან მათი ცვლების მოშლა; ცხელი სასმელები, ცხელი შხაპი, ორთქლის აბანო. ყველაზე მეტი კონტროლი ვენის კედლის გადასარჩენად რაც სასიცოცხლოა , უნდა განახორციელოთ შემდეგი მინერალების ცვლების აღდგენაზე. ეს მინერალები და ვიტამინები ვენის დრეკადობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ——-მაგნიუმი, დე, ა, ცე, ბე6, თუთია, რუტინი, ბე4 , ბე8, ფილოქინონი, სელენი, კალციუმი და სხვა. ცვლის აღდგენაა საჭირო . რადგან, შეიძლება სიჭარბეც კი იყოს ამ მინერალების და ეს უფრო აზიანებს ვენას. მაგალითად მედიცინაში——ნორმის ზევით მომატებული ბე 6 , ასევე სელენი და კალციუმი, ვენების დეგრადირების და სიმსივნის ღიად ან ფარული ყოფნის დასტური შეიძლება იყოს. მაგალითად, კალციუმის სიჭარბის ნახვა, მარტივად ნიშნავს , რომ კიბო უკვე უნდა ეძებო. ხოლო კალციუმის ნაკლებობისას ვენა სკდება და სისხლდენა იწყება. ამ დროს შეშუპებები აუცილებლად იქნება. ფილოქინონის გარეშე ვენა ბოლომდე იშლება. მაგრამ , მისი ზედმეტი მატება თრომბირებას იწვევს. ეს კიდევ ერთხელ მიგანიშნებთ, რომ ბიოქიმიის და ფიზიოლოგიის დეტალების ცოდნის გარეშე, ადამიანის მკურნალობა დამზიანებელი შეიძლება დარჩეს.
მარინა ტოტოჩავა