პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„უკრაინა წლების განმავლობაში იცავს და ინარჩუნებს საკუთარ დამოუკიდებლობას უკრაინელი ხალხის გმირობის და გამბედაობის წყალობით. ჩვენ უდიდეს პატივისცემას და მხარდაჭერას გამოვხატავთ უკრაინის მიმართ მის მიერ ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობის დაცვის პროცესში“,- წერს „ტვიტერში“ არჩილ თალაკვაძე.