„ეს რატომ დაგემართა დათა… როგორ ვანუგეშოდ შენი დედა, რა ვუთხრათ გამწარებულ მამას” – რას წერენ ტრაგიკულად დაღუპულ ჩოხატაურელ 16 წლის ბიჭზე? (+ფოტოები)

„ამ ბავშვმა, ჩვენმა პატარა მსახიობმა, ჩვენი გული წაიღო” – ეს სტატუსი სოციალურ ქსელში ჩოხატაურის კულტურის ცენტრის თანამშრომელმა ვერიკო გოგოლაძემ ჩოხატაურში, დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილ 16 წლის დავით ხაბეიშვილს მიუძღვნა.

ბიჭს სოციალურ ქსელში მეგობრები, მასწავლებლები, ახლობლები ემშვიდობებიან.

“უსასრულობამდე მომენატრები და მეყვარები, მშვიდად განისვენე იმიერ სამყაროში, მეგობარო!

„იქნებ, ოდესღაც ისევ შევხვდეთ!”

“ძნელია სიტყვებით გადმოვცეთ ის მწუხარება, რასაც თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ”.

“დაგვამუნჯა, წარმოუდგენელია უშენობა, დათი”.

“როგორ გავაგრძელოთ უშენოდ. როგორ ვანუგეშოდ შენი დედა. რა ვუთხრათ გამწარებულ მამას. ეს რატომ დაგემართა დათა, ჩვენო სიკეთის და სიყვარულის ბიჭო”, – წერენ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დავით ხაბეიშვილი გუშინ სახლში დენის დარტყმით გარდაიცვალა. დენი წყლის ჭავლის აპარატიდან გადავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც “ჯანმრთელობის სახლი გურიაში” აცხადებენ, კლინიკაში მიყვანისას, ფაქტობრივად, უკვე დაღუპული იყო.

დავითი ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე იყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share