„გარდატეხა ერთად მდგომი ხალხის ხმის ძალას მოაქვს“-ნიკა მელია

ენმ, უმოკლეს ვადებში, საზოგადოების წინაშე წარვსდგებით ბევრად უფრო სოლიდურად და მასშტაბურად – წერს პარტიის თავმჯდომარე და ამით კონგრესმენს კონგრესმენ მიქსის განცხადებას ეხმაურება, რომელიც საქართველოში, სამართლიანი არჩევნებით, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ცვლილებაზე საუბრობს.

მელია წერს, რომ ერთიანობისკენ ახლა ქართულ საზოგადოებას ქვეყნის მეგობრები მოუწოდებენ და ენმ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს პროცესი ბევრად უფრო მასშტაბური და ერთიანი გახდეს:

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, გარკვევით, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ამბობს, რომ უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, რაც მხოლოდ ერთიანობით – ხალხის ერთად დგომით მიიღწევა.

„გარდატეხა ერთად მდგომი ხალხის ხმის ძალას მოაქვს“- ამბობს იგი და პირდაპირ მოგვიწოდებს: „ქართველ ხალხს ვეტყოდი, დადექით ერთად, რათა უზრუნველყოთ, შენარჩუნდეს დემოკრატია და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდეს“.

ერთიანობისკენ მოგვიწოდებენ შინ თუ გარეთ – ქართველი ხალხი, საქართველოს მეგობრები.

პოლიტიკური გამოცდილებაც, ალღოც გვკარნახობს იგივეს – ერთიანობის გარეშე გამარჯვება შეუძლებელია!

ერთიანობისკენ, ერთად დგომისკენ მოგვიწოდებს ჩვენი ისტორიაც.

მხოლოდ მტერი (გარეული თუ შინაური) ცდილობს ჩვენს დაქსაქსვას და გათითოკაცებას.

ჩვენ, ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი ჯერ ჩვენში წარიმართოს აქტიურად და კიდევ უფრო დიდი და მასშტაბური პარტია გავხდეთ – მეტი წევრებით, მეტი მხარდამჭერებით! მეტ ადამიანს, მეტ იდეებს გავუღოთ პარტიის კარი!

ეს პროცესი ბიძგს მისცემს, გადამდები იქნება დანარჩენი ოპოზიციისთვის და კიდევ უფრო გაგვიადვილებს კონსოლიდაციას.

ენმ, უმოკლეს ვადებში, საზოგადოების წინაშე წარვსდგებით ბევრად უფრო სოლიდურად და მასშტაბურად.

ძალა ჩვენს ერთიანობაშია, ძალა ჩვენს სიმართლეშია! – წერს ნიკა მელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share