NATO და ჩვენი მოკავშირეები უკრაინას მხარს იქიდან მოყოლებული უჭერენ, რაც ამ ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ჩვენი მხარდაჭერა მას შემდეგ კიდევ უფრო გავზარდეთ, რაც რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა. თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი ჩვენ უკრაინას ისე ვეხმარებით, როგორც არასდროს. შეგიძლიათ კვლავ გქონდეთ NATO-ს დახმარების იმედი იქამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება. როგორც NATO-ს ლიდერებმა მადრიდის სამიტზე თქვეს, ძლიერი და დამოუკიდებელი უკრაინა ევრო-ატლანტიკური სივრცის სტაბილურობისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და გაიმარჯვებს კიდეც. თქვენ დამოუკიდებლობის დღეზე, მე გისურვებთ სიმტკიცესა და გამარჯვებას.