დამოუკიდებლობის 31 წელს უკრაინა კვლავ აგრესორი სახელმწიფოს იერიშისა და სასტიკი თავდასმების ფონზე აღნიშნავს. კრემლის მხრიდან პროვოკაციების მოლოდინში მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. შესაბამისად, სახელმწიფოს ყველაზე მნიშვნელოვანმა დღესასწაულმა ხალხმრავალი ღონისძიებების გარეშე ჩაიარა.
უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებიც ახლა სწორედ დამოუკიდებლობის შსანარჩუნებლად იბრძვიან, ქვეყანას სხვადასხვა პოზიციიდან და ძირითადად ფრონტის წინა ხაზიდან მიულოცეს. დღეს უკვე თითქმის აღარავის ეპარება ეჭვი, რომ გმირი ქვეყანის გამარჯვება აგრესორ სახელმწიფოზე ახლოსაა.
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით კოლოსალური დანაკარგის ფონზე კრემლი იძულებულია საბრძოლო მოქმედებების ტემპი მნიშვნელოვნად შეამციროს.
მთავარი არხი