თორნიკე შენგელიას მხრის მოტეხილობა დაუდგინდა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ნიდერლანდებთან მატჩის მესამე პერიოდში მძიმედ დაშავდა. ექიმებს თავიდან მხრის ამოვარდნა ეგონათ, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, მოტეხილობაა და თორნიკე შენგელიას ოპერაცია სჭირდება. ამის შესახებ „პირველი არხი“ წერს.

იმის გათვალისწინებით, რომ ევრობასკეტამდე ერთი კვირაა დარჩენილი, მისი რეაბილიტაცია ვერ მოესწრება და საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თამაში კაპიტნის გარეშე მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე დღეს პირველი მატჩი გამართა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ახალ „თბილისი არენაზე“ ნიდერლანდებს უმასპინძლა და 77:66 დაამარცხა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share