მეორე ადგილზე, ტრადიციულად არის თურქეთი, საიდანაც წელს 100,451 მლნ დოლარის საკვების და სასმელის იმპორტი განხორციელდა, სამეულშია ბრაზილია – 52,631 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქტით.
Top-10 ქვეყანა, სადაც საქართველომ 2022 წლის იანვარ-ივლისში საკვები და სასმელი პროდუქტი შეიძინა:
- რუსეთი – 238,856 მლნ დოლარი
- თურქეთი – 100,451 მლნ დოლარი
- ბრაზილია – 52,631 მლნ დოლარი
- უკრაინა – 42,904 მლნ დოლარი
- პოლონეთი – 27,341 მლნ დოლარი
- გერმანია – 26,012 მლნ დოლარი
- აზერბაიჯანი – 21,090 მლნ დოლარი
- ნიდერნალდები – 18,146 მლნ დოლარი
- საფრანგეთი – 17,896 მლნ დოლარი
- ჩინეთი – 16,626 მლნ დოლარი
აღსანიშნავია, რომ წელს საკვები და სასმელი პროდუქციის იმპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც ძირითადად მსოფლიოში ფასების ზრდით არის განპირობებული. თუ 2021 წლის 7 თვეში საქართველომ მსოფლიოში 553,117 მლნ დოლარის საკვები და სასმელი იყიდა, წელს ეს მაჩვენებელი 772,700 მლნ დოლარამდე გაიზარდა. პანდემიამდელ 2019 წელს კი იმპორტმა 530,813 მლნ დოლარი შეადგინა, 202 წელს კი 539,663 მლნ დოლარი.