ძლიერი ქარმა ანაკლიაში პრობლემები შექმნა. ქალაქი ქვიშის ნისლშია გახვეული, რის გამოც ხილვადობა შემცირებულია და მოსახლეობას გადაადგილება უჭირს.
შექმნილი ვითარების გამო, საკურორტო ქალაქს დამსვენებლები და ადგილობრივები დროებით ტოვებენ.
სახლები ქვიშით არის გავსებული. დაზიანებულია მაღაზიებიც.
ადგილობრივები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ წლებია, ამ პრობლემის წინაშე დგანან. პრობლემა კი მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდა, ზღვის სიღრმის გასაზრდელად ამოღებული ქვიშა კი სანაპიროზე, 100 ჰექტარ მიწის ფართობზე დაყარეს. უკვე რამდენიმე წელია, ძლიერი ქარის დროს ქვიშა ჰაერში იფანტება და მოსახლეობას დროებით ქალაქიდან გასვლა უწევს.
“გაუსაძლისი ვითარებაა. 24 საათია მიმდინარეობს სტიქია, აბსოლუტურად გამინადგურა ყველაფერი. არცერთი თანამდებობის პირი არ დაინტერესებულა იმით, თუ რა ხდება ანაკლიაში. ვრეკავ და ტელეფონს არავინ იღებს, არ ვიცით რა ვქნათ, გაუსაძლის პირობებში ვართ”, – ამბობს ადგილობრივი.
ადგილობრივები კომპენსაციებს ითხოვენ. მათივე თქმით, ჯერჯერობით ხელისუფლებიდან არავინ გამოხმაურებიათ.