სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
გუშინ, 24 აგვისტოს, ჟურნალისტ, რატი წვერავას პირდაპირი ჩართვის დროს უცნობმა პირმა მიკროფონი წაართვა. ის დანით იმუქრებოდა და ცდილობდა ოპერატორს თავს დასხმოდა.
გამოძიება მომხდარზე 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო [ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა]