“დუგინისგან ლენინისთავიანი ასმანეთიანის შუბლზე გაკვრას ნაღდად გამოჰკრა ხელი” – ოქრუაშვილის პასუხი ვასაძეს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ლევან ვასაძის მიერ კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინისადმი შვილის გარდაცვალების გამო გამოცხადებულ სამძიმარს ასე ეხმაურება.

როგორც ოქრუაშვილი აღნიშნავს, მისი მიზანი სწორედ ის, არის რომ “დუგინები” მშვიდად ვერ ცხოვრობდნენ განსაკუთრებით საქართველოში.

“პასუხის პასუხი ლევან ვასაძეს!

შემძრა დუგინის პორტალ “ცარგრადზე” მისი სტატიის წინასიტყვაობამ, რომელიც უმძლავრესი ემოციების პროლოგით იწყება, თუ როგორ შეიტყო იმ დიდი ტრაგედიის შესახებ, რომელიც მის ძმადნაფიც – ალექსანდრ გელაევიჩ დუგინს დაატყდა თავს. ძალიან ვიდარდე, რომ ამ მძიმე ჟამს ის ზემო იმერეთში, საკუთარ დედულეთში დიდ ბებია “კნიგინია”აბაშიძესთან დაბრუნდა და 102 წლის “კნიგინია” ასეთი მძიმე ტრაგედიის მოზიარე გახადა. არანაკლებ შემძრა მისმა დარდმა და წუხილმა, რომ ასეთ დროს მისი მეგობრის, დუგინის გვერდით ვერ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თვითონ ამბობს მე თამადობა ვუწინასწარმეტყველე ქელეხში. არანაკლებ შემძრა იმან, რომ საუკეთესო მეგობრისათვის მისამძიმრებაზე და დარიას უმანკოებაზე საუბრის ნაცვლად უფრო მეტი დრო მე დამითმო. აქ ლამის გული ამიჩუყდა, მაგრამ აღფრთოვანება ვერ დავმალე მისი ჩემდამი შეფასებით – დემონური სისასტიკით (демонической жестокостью) გამორჩეული პიროვნება. ასე სიდედრსაც არ დავუხასიათებივარ არასდროს.

მაგრამ აქ სხვაგანაა ძაღლის თავი დამარხული. ეტკინათ ჩემგან რაინდსაც და მის “რადნია”-საც, რადგან ცარგრადზე მიპასუხეს. ჩემი მიზანიც ზუსტად ეგ არის, რომ “დუგინები” მშვიდად ვერ ცხოვრობდნენ განსაკუთრებით საქართველოში.

ცოტა დემაგოგიაც გაუშვა ჩემზე. ეს ის პიროვნებაა რუსებს შეურაცხყოფა რომ მიაყენა – ფეკალიებს სვამენო და ამით ქართული ღვინის ექსპორტი აიკრძალა რუსეთში და არაერთი ქართველი ლუკმა-პურის და მედიკამენტების გარეშე დარჩაო. Ты только не пизди Рицарь – ეგ ყველაფერი პირიქით იყო, ჯერ შენმა “პაპაშა” პუტინმა აკრძალა ქართული ღვინის იმპორტი რუსეთში და მერე მე ვთქვი ეგ. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს – დღესაც ბევრი პატრიოტი ქართველი შენს, საქართველოში ჩამოთესლებულ “რადნია”-ს ბევრ რესტორანში იგივე ღვინით უმასპინძლდება შეგნებულად – ослиной мочой разбавляют (შარდის დადებით თვისებებში შენ რომ ერკვევი, ეგრე ვინ?). “რუსნია”-მ ხომ ნამდვილი ღვინის და სტუმარ-მასპინძლობის გემო მაინც არ იცის.

ისე ეპილოგი ისეთი ჰქონდა, დუგინისგან ლენინისთავიანი ასმანეთიანის შუბლზე გაკვრას ნაღდი გამოჰკრა ხელი. Наша утешение – ваше утешение. Господь наш Иисус Христос да призрит в Селениях Праведных деву Дарью и укрепит её Родителей и близких!

იმათ ვინ დაამშვიდებს და უთანაგრძნობს ვინც უკრაინაში და საქართველოში დახოცა შენმა “ბრატვამ” ბლიად?

Но ты не волнуися Рицарь, и тебя скоро вилечем, так что Русня на пороге сентябрь и вам пора из Грузии обратно – на хуй.

პ.ს. მცირე კორექტირი ჩემს სტატუსთან დაკავშირებით. სააკაშვილის თავდაცვის მინისტრი არასდროს ვყოფილვარ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიყავი ყოველთვის”, – წერს ოქრუაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share