სიმღერის როლი გურიაში – პროკლამაცია

სიმღერის როლი გურიაში  – ანუ როგორ ებრძოდნენ გურულები 1902 წელს ე.წ. პირად ცხოვრებსთან დაკავშირებულ “ფეიქნიუსებს” სიმღერით
.
პროკლამაცია
.
ოზურგეთში შემოსულა ახალი პროკლამაცია
წაღმა უკუღმა დალანძღეს ჩვენში ქალი და კაცია
ქალმა კაცს გაუცინაო დასწერეს – პროკლამაცია
თურმე ნუ იტყვით – ყოფილა ჯაფარი-ნინა-ზაცია
ისაკი თურმე არშიყობს, ტანზე ფრანგულად აცვია
და ქვეყანას რომ უშველონ დასწერეს პროკლამაცია
სოფელში მღვდელი ყოფილა ქვეყანა მან დააქცია
და რომ ქვეყანას უშველონ დასწერეს პროკლამაცია
თუ ლურჯი ბლუზა გაცვია, ან დახეული შტაცკია
არ ვის არ სჯერავს, რომ არ გაქვს ჯიბაში პროკლამაცია
ზოგსა სოფელი ასახლებს, – ზოგსა ადმინისტრაცია
სწორეთ რომ გააბათილეს ნამდვილი პროკლამაცია
.
დიმიტრი არაყიშვილის მიერ 1902 წელს ჩაწერილი გურული სიმღერა
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share